სიახლეები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული სომხეთის ელჩს შეხვდა

2019-03-25 10:13:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაფართოება, გურიის რეგიონის სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით. ისაუბრეს გურიის სავარაუდო სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალზე და სომხურ მხარესთან თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საელჩოს წარმომადგენლები და სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული-ეღიშე სარგისიანი.