სიახლეები

გურიის რეგიონში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება იწყება

2022-02-28 19:04:00

 გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით გურიის რეგიონში უკრაინის დასახმარებლად იწყება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება.

აღნიშნულ ინიციატივას უერთდებიან სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეები.

სამივე მუნიციპალიტეტი სარეზერვო ფონდიდან დამატებით უზრუნველყოფს თანხების მობილიზებას.

მუნიციპალიტეტების მერიის შენობებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, ნებისმიერ მოქალაქესა თუ ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, დატოვოს უკრაინელი ხალხისთვის განკუთვნილი შემოწირულობა.

„გურიის რეგიონი სამივე მუნიციპალიტეტის ჩართულობით მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.


აღნიშნულთან დაკავშირებით რეგიონში ამოქმედდა ცხელი ხაზი:
გურიის სამხარეო ადმინისტრაცია - 577 937 766
ოზურგეთი - 557 220 740
ლანჩხუთი - 591 192 330
ჩოხატაური - 599 179 594