სიახლეები

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სუფსაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახს ახალი სახლი აუშენეს

2022-04-06 11:27:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ სუფსაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახს ესტუმრა.

 

„საქართველოს მთავრობა მუდმივად ზრუნავს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, რისი დასტურიც გახლავთ ქალბატონი მანანა ჯიჯიეშვილის შემთხვევა, რომელსაც რამოდენიმე თვის წინ მეხის დაცემის შედეგად სრულად დაეწვა საცხოვრებელი სახლი. ხელისუფლებამ  მყისიერი რეაგირება მოახდინა: გამოიყო შესაბამისი თანხები და დღეს უკვე ქალბატონ მანანას აქვს შესაძლებლობა იცხოვროს ახალ სახლში, რომელიც მუნიციპალიტეტის ჩართულობით აშენდა“, - აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

 

2021 წლის 23 სექტემბერს მანანა ჯიჯიეშვილის საცხოვრებელი სახლი მეხის დაცემის შედეგად გაჩენილი ხანძრისგან დაიწვა. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ახალი სახლის ასაშენებლად, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში 93 078 ლარი გამოიყო.