სიახლეები

გიორგი ურუშაძემ ჩოხატაურში უკრაინის მოქალაქე მოინახულა

2022-04-11 15:07:00

სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად უკრაინის მოქალაქე და ახალშობილი მოინახულა. 

 

უკრაინაში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო ოჯახი იძულებული გახდა ზაპოროჟიეს ოლქი დაეტოვებინა და ჩოხატაურში ნათესავებთან ჩამოსულიყვნენ.

 

,,ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას. ოჯახებს, რომლებსაც ომის გამო ჩვენს რეგიონში მოუწიათ ჩამოსვლა, მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებამდე შესაბამისი ყურადღება მიექცევათ,"- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.