ტურიზმი

კულტურა

კურორტები

ეკლესია-მონასტრები

არქიტექტურული ძეგლები

კოლხეთის ეროვნული პარკი

ატრაქციონების პარკი "ციცინათელა"

 

 ზოგადი მიმოხილვა

ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები, შავიზღვისპირეთისა და მაღალმთიანეთის კურორტული ზონები, კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლე (შემოქმედის ეპარქიაში, რომელიც მთელ გურიას მოიცავს, 78 მოქმედი ტაძარი და ეკლესია-მონასტერია), მინერალური წყლები და სხვა ბუნებრივი რესურსები ქმნის კარგ პირობებს რეგიონში სხვადასხვა სახის ტურიზმის (რეკრეაციული ტურიზმი, ეკოტურიზმი, აგროტურიზმი და სხვ.) განსავითარებლად. რეგიონის შავიზღვისპირა საზღვაო ზოლის სიგრძე 22 კმ-ია. რეგიონის შავიზღვისპირეთში განლაგებულია ცნობილი კურორტები - ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი, ხოლო მაღალმთიან ალპურ ზონაში კურორტები - ბახმარო (2050 მ) და გომისმთა (2130 მ). რეგიონის ტერიტორიაზეა, ასევე, ორი ბალნეოლოგიური კურორტი - ნაბეღლავი და ნასაკირალი. უკანასკნელ წლებში, მკვეთრად იმატა სასტუმროების რაოდენობამ მხარის შავი ზღვის სანაპირო ზოლში. აღსანიშნავია, რომ კურორტ შეკვეთილთან მოქმედებს თანამედროვე ტიპის ბავშვთა გასართობი ცენტრი „გურია პარკი“, რომლითაც აქტიურად სარგებლობენ როგორც გურიის, ისე აჭარის კურორტების დამსვენებლები. კურორტთან მიმდინარეობს თანამედროვე ტიპის საკონცერტო დარბაზის მშენებლობა, რაც ასევე დადებითად აისახება რეგიონში ტურისტული ნაკადების შემოდინებაზე.

2006-11 წლებში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა დასაქმება, ბრუნვის მოცულობა, პროდუქციის გამოშვება და დამატებული ღირებულების მოცულობა. შედარებით ნაკლები ზრდა აღინიშნა დასაქმებულთა ანაზღაურების კუთხით. 2011 წელს სასტუმროებისა და რესტორნების მიერ შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 1,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. უკანასკნელისამიწლისგანმავლობაში,ესმაჩვენებელისტაბილურადიზრდება. ზღვისპირა,მთისალპურზონაში არსებულ და ბალნეოლოგიურკურორტებს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, განვითარების დიდი პოტენციალიაქვს, რასაც ქვეყნისსატრანსპორტოარტერიებთანსიახლოვეც უწყობსხელს.

მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს კოლხეთის ეროვნული პარკი. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ინფრასტრუქტურა: ფრინველთა სათვალთვალო კოშკები, კეთილმოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი 4 ორადგილიანი ნომრით, 60 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საგამოფენო დარბაზი და კაფეტერია. 2012 წელს ეროვნულ პარკს 23 ათასი ვიზიტორი ჰყავდა. სანაპირო დიუნების და იმნათის ტორფნარის გასწვრივ შემუშავებულია ფეხით სავალი მარშრუტები, მაგრამ ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერების საუკეთესო საშუალება ნავები და კატარღებია. ტბაში შესაძლებელია სპორტული თევზაობაც. პარკი ფრინველთა საბინადრო ადგილს წარმოადგენს და მასობრივი მიგრაციის პერიოდში მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი. არსებული გარემოებები ხელს უწყობს კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის შემდგომ განვითარებას.

ამჟამად, რეგიონში ტურიზმის პოტენციალის ჯეროვან გამოყენებასა და განვითარებას აფერხებს ისეთ ფაქტორთა ერთობლიობა, როგორიცაა ადგილობრივი კერძო კაპიტალის, დანაზოგებისა და ინვესტიციების დაბალი დონე, რეგიონში უცხოური ინვესტიციების შემოდინების დაბალი მაჩვენებელი, სუსტი საბაზო ინფრასტრუქტურა, რეგიონში კვების ობიექტების მოუწესრიგებლობა, ბუნებრივი რესურსების სამეურნეო ბრუნვაში ჩართვის მწირი პრაქტიკა და საკურორტო ზონების სეზონდამოკიდებულების მაღალი ხარისხი.