ინოვაციები

რეგიონში ინოვაციების განვითარების დონე ამჟამად ძალზედ დაბალია. უკანასკნელ წლებში, რეგიონში განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ისახავდა მიზნად.

გურიაში არ არსებობს რაიმე სპეციალური ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ქმედითი საინოვაციო სისტემის განვითარების მხარდაჭერაზე და ხელს შეუწყობდა რეგიონში ტექნოლოგიურ ტრანსფერსა და მომსახურებას.