ადგილობრივ თვითმმ. ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური

 

სამსახურის უფროსი:

რევაზ ჯანელიძე  

ტელ: +995(595) 59 77 70

ელ.ფოსტა: janelidze.revaz@mail.ru

CV 

 

 

 

სამსახურის ფუნქციები:

ა) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის სახელწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო რწმუნებულისათვის – გუბერნატორისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიებთან კოორდინირებული მოქმედება;

ბ) თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა და სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს მთავრობის დავალების ან შესაბამისი სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ცალკეულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციების ორგანიზება;

დ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულისათვის – გუბერნატორისათვის სათანადო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი და დელეგირებული უფლებამოსილებების მათ მიერ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად განხორციელებულ სახელმწიფო ზედამხედველობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად ანგარიშის მომზადება;

თ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ წინადადებების მომზადება.