რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური

სამსახურის უფროსი:

ანა ჩუბინიძე

ტელ: (+995 99) 74 78 78

ელ.ფოსტა: a.chubinidze@yahoo.com



სამსახურის ფუნქციები:

ა) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება;
ბ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად რეგიონული განვითარების ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საგარეო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

ე) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და საზღვარგარეთის სახელმწიფოების რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა;

ვ) შესაბამის ინსტიტუტებსა და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

ზ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

თ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ვეტერინარულ და მცენარეთა კარანტინის დაწესებისა და მოხსნის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) საქართველოს მთავრობის დავალებით საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა.