ალოე

 

ალოე, საბრი (ლათ. Aloe)

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ქსანტორეასებრთა ოჯახისა.  აქვს გრძელი და შუბივით წამახული, ხორციანი, ხშირად ცვილისებრი ნაფიფწით დაფარული კიდე, ეკლიანი ფოთლები. წითელი, ნარინჯისფერი ან ყვითელი მილის მსგავსი ყვავილები შეკრულია მტევნებად ან საგველა ყვავილედად. აერთიანებს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია აფრიკაში, არაბეთში, შუა აზიაში და მადაგასკარზე. შავი ზღვის სანაპიროზე — ბაღებში, პარკებსა და პლანტაციებში. გურიაში მის მოყვანას ეწევიან ყინვისგან დაცულად. მედიცინაში ალოეს გამოყენება ხდება ძირითადად სამი სახით: მშრალი წვენის - საბრის ახალი წვენისა და პრეპარატების სახით. ალოეს ფოთლების შესქელებული წვენი — საბრი კარგი საფაღარათო საშუალებაა. ნორჩი ფოთლების გამონაწვლილს ხმარობენ კანქვეშ შესაშხაპუნებლად თვალისა და სხვა დაავადებათა დროს. იყენებენ ბიოლოგიურ  სტიმულატორადაც.  

ალოეს წვენისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება გარეგან საშუალებად ჩირქოვანი ჭრილობის,  დამწვრობისა და კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. ალოეს ფოთლების შესქელებული წვენი – საბრი აუმჯობესებ სსაჭმლის მონელებას, მადას. ალოე შედის "სიცოცხლი სგამახანგრძლივებელი ელექსირის" შემადგენლობაში. ჩვენს პირობებში ალოეს ფოთლები მცირე ზომისაა. ამიტომ წვენის მისაღებად ფოთლებს ჯერ წნეხავენ და შემდეგ აორთქლებენ. ალოეს ახალი წვენი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. მის წვენს თაფლთან და კარაქთან ერთად იყენებენ ტუბერკულოზისა და საერთო სისუსტის დროს, ძლიერი ბრონქიტისას. ალოეს წვენს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკაშიც. იგი კარგი ბიოსტიმულატორია.

როგორც ავიცენა მიუთითებდა ალოეს წვენი კარგი საშუალებაა მელანქოლიის დროს. ალოეს წვენს თაფლთან ერთად იდებენ დანარტყამ ადგილებზე, ალოეს იყენებენ აგრეთვე სწორი ნაწლავისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების სიმსივნის დროს.