საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით 24 ივნისს ქალაქ სიღნაღში ქართული სამეურნეო კულტურის - კერძოდ კი რძის პროდუქტების პოპულარიზაციისათვის გაიმართა პირველი მასშტაბური ღონისძიება - ”ქართული ყველის ფესტივალი”.
მოგახსენებთ, რომ 20-25 ივნისს საქართველო მასპინძლობდა ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს, რომელსაც ესწრებოდა უცხოელ მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა - 26 ქვეყნის 900 დელეგატი.
”ყველის ფესტივალი”-ს ჩატარება დაემთხვა ღვინის კონგრესს.
ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოდგენილი ქონდათ რძის პროდუქტებისა და ხალხური რეწვის ნაწარმი. გურიის რეგიონმა წარადგინა გურიისთვის დამახასიათებელი თხის ყველი, გურული ღვეზელი, სულგუნი პიტნით და სხვა. ფესტივალს ესწრებოდა უამრავი უცხოელი სტუმარი.
ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის პოპულარიზაციისთვის და სტიმულის მიმცემი იყო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისათვის.
მსგავსი ფესტივალი უახლოეს მომავალში იგეგმება ქ. ბათუმში, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული რეგიონი.