დღეს 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
საგამოცდო ტესტების ტრანსპორტირება ეროვნული ბანკისა და ,,ლიბერთი“
ბანკის საცავებიდან 06:30 საათზე მოხდა. ტესტებს საგამოცდო ცენტრებში
საპატრულო პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანხლებით მიიტანეს.
დილის 8 საათზე საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 15
საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია, ხოლო 9 საათზე – პირველი
გამოცდის პირველი სესია დაიწყო.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 36421 აბიტურიენტია
რეგისტრირებული.
გამოცდები ტარდება შემდეგ ქალაქებში: სიღნაღი, თელავი, რუსთავი,
თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულო.
თითოეულ საგამოცდო ცენტრთან მორიგეობს სახანძრო და სასწრაფო დახმარების
მანქანები.