საავტომობილო გზების დეპარტამენტს მამუკა ლეჟავა უხელმძღვანელებს.
როგორც ცნობილია, მთავრობაში საკადრო ცვლილებების შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა. მამუკა ლეჟავას 2008 წლიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
,,საგზაო სფეროში, მიმდინარე წელს ახალი პროექტების განსახორციელებლად, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. დარწმუნებული ვარ, ახალი თავ-მჯდომარე თავის შრომისმოყვარე და თავდაუზოგავ გუნდთან ერთად იმუშავებს და უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ", - განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.