GEOENG
ძიება საიტზე:  
 
მთავრობა
კულტურა
ეკლესია–მონასტრები
დღესასწაულები და ტრადიციები
სამომხმარებლო ბაზარი
ბუნებრივი რესურსები
ჯანდაცვა
გალერეა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სუფსის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
16 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა მცირე დარბაზში  ქართულ-უცხოური კომპანიაბლექ სი პროდაქტისდირექტორმა შალვა წაქაძემ სუფსის პორტის პრეზენტაცია გამართა. ”ბლექ სი პროდაქტიმა” 2009 წელს ხელშეკრულება გააფორმა ეკონომიკის სამინისტროსთან და აიღო პასუხისმგებლობა სუფსის პორტის მშენებლობაზე.

პროექტის სქემის მიხედვით, პორტი მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით გაშენდება მდინარე სუფსის ორივე სანაპიროზე დაბა ურეკის რკინიგზის სადგურამდე. ავსადგურს 6 ნავმისადგომი და .. ”მშრალი პორტიექნება.

მოწვეული ინდოელი სპეციალისტების კვლევების მიხედვით სუფსისა და შავი ზღვის შესართავთან არსებობს 20 . სიღრმის კანიონი, რომელიც მათი გათვლებით ხელს შეუწყობს პორტში ყველა იმ სიმძიმის გემის შემოსვლას, რომელიც გადმოლახავს ბოსფორის სრუტეს. ბლექ სი პროდაქტი”- დირექტორმა განაცხადა ისიც, რომ სუფსის პორტს იაქსის წევრი ორგანიზაციების ყველა კლასი მიენიჭება.
რას შეეხება ეკოლოგიურ კუთხეს, ,,ბლექ სი პროდაქტი” ,”გამასადა ერთ-ერთ ინდური შესაბამისი კომპანიის დასკვნების მიხედვით, პორტის მშენებლობა აღნიშნული რეგიონში მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ცვლილებებს არ გამოიწვევს.

ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები _ სამშენებლო მოედნის მომზადება და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგება _ 46 ჰა-ზე (უშუალოდ ნავსადგურის ტერიტორია). სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებულისაქჰიდროენერგომშენი”, რომელსაც დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 100 ადგილობრივი მუშახელი. პორტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ კი, როგორცბლექ სი პროდაქტიაცხადებს, დაახლოებით 2 500 ადამიანი დასაქამდება.              

 

ბეჭდვა
 
 
Created By: Pro-Service
Copyright © 2010 GURIA. All Rights Reserved.