GEOENG
ძიება საიტზე:  
 
მთავრობა
კულტურა
ეკლესია–მონასტრები
დღესასწაულები და ტრადიციები
სამომხმარებლო ბაზარი
ბუნებრივი რესურსები
ჯანდაცვა
გალერეა
პრესკონფერენცია ვალერი ჩიტაიშვილთან

გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე მიიწვია. მან უპასუხა შეკითხვებს არჩევნების, სუფსის პორტის, ტურიზმის განვითარების, გაზიფიცირების, სახელისუფლებლო სტრუქტურებში ტესტირების და სხვა საკითხების გარშემო ვალერი ჩიტაიშვილის სიტყვებით სუფსის პორტის  მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 3 000-მდე, ხოლო მუდმივად 2 500 ადამიანი და ამათგან უმრავლესობა იქნება გურიის მოსახლეობა. მშენებლობა ორ წელიწადში დამთავრდება. პორტთან ერთად აშენდება დიდი ტერმინალები. ასეთი დიდი მშენებლობა გურიაში დიდი ხანია არ ყოფილა. სუფსის პორტი თავისი მნიშვნელობით შასაძლოა ფოთის პორტზე მეტად დაიტვირთოს, რაც გურიას განვითარების ახალ შანსს აძლევს. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ ოზურგეთში სპორტული ტიპის დაწესებულებების გაერთიანების პროექტი გააუმჯობესებს მათ მართვას და მსგავსი რამ დიდიხანია წარმატებით მუშაობს ლანჩხუთში და ჩოხატაურში. 
ტესტირებას განიხილავს, როგორც შანსს საჯარო მოხელეთათვის საკუთარი პროფესიონალიზმის დადასტურებისა ხელმძღვანელობისა და საზოგადოების წინაშე: `ზოგიერთს ჰგონია, რომ ისინი ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებენ და არაფერი შეუძლიათ". მისი თქმით ეს პროცესი სამართლიანად და გამჭირვალედ წარიმართება. ვალერი ჩიტაიშვილი: ` - ეს არის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, შიდასამსახურეობრივი ტესტი და არა სტრუქტურული ცვლილება."
ბატონი ვალერის ინფორმაციით ''სოკარი" აგრძელებს გაზიფიცირების სამუშაოებს, წყლის მილების ქსელის სარებილიტაციო სამუშაოებიც გრძელდება, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება.
– შენდება თუ არა ,,ვისოლის" ბენზინგასამართი სადგური, ერთ დროს, სანამ პოლიციის გამჭირვალე სასახლე აღიმართებოდა, ოზურგეთის ინტელექტუალურ ცენტრად ცნობილ ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე, თეატრისა და საბავშვო ბაღის მეზობლად?
გუბერნატორი ამბობს, რომ მიესალმება კანონის ფარგლებში ყველა მშენებლობას, რომელიც იხელმძღვანელებს არსებული სტანდარტებით. ხოლო ხსენებული მშენებლობა სწორედ ამ ეტაპზეა, განიხილება რამდენად შეესაბამება იგი სტანდარტებს.
სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისითაც საინტერესო პროექტებია, მათ შორის არის ლურჯი მოცვის გაშენების გეგმა. ნარუჯაში კი სასმელი წყლის პრობლემა გვარდება, ეს დაბა ამ თვალსაზრისით ოზურგეთში ყველაზე ცუდ დღეში იყო ზამთარ-ზაფხულ.
გუბერნატორს დადებით ტენდენციებზე საუბრისას არც გზების მშენებლობა გამორჩენია:  ,,–თქვენ იცით, რომ ძალიან რთულია ნატანები შრომის მიმართულება, სადაც გურიაში ყველაზე მეტი ციტრუსი მოდის. უგზოობის გამო კი ამ ტერიტორიას უქცევდა გვერდს დიდი ტრაილერები და გადიოდა აჭარაში.
სხათაშორის, გურიის ციტრუსი ხარისხობრივად უკეთესია და და უფრო გამძლეც, ვიდრე დავუშვათ აჭარის. მაგრამ თუ ჩვენთან მოდის 16 ათასი ტონა, იქ მოდის 160 ათასი ტონა. ამიტომ არის ამ გზის გაკეთება ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მიმდინარეობს I ეტაპის სამუშაოები. შემდეგში უკვე პრიორიტეტულია დვაბზუ-ცხემლისხიდი-ვაკიჯვრის მიმართულება.
შეკითხვაზე სამართალდამცავთა საკადრო ''მოძრაობის" შესახებ გუბერნატორმა უპასუხა, რომ მისთვის მთავრია გურიაში არსებული კრიმინოგენურად მშვიდი ვითარება. ხდება დანაშაულის პრევენცია, დანაშაულზე არის შესაბამისი რეაგირება: '' –ვინ სად გადავიდა ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ მე ვიცი, რომ ყველა იმ ადამიანს ჩოხატაურში, ლანჩხუთში თუ ოზურგეთში ექნება მაქსიმალური განცდა იმისა, რომ დაცული იყოს მოსახლეობა. პოლიციაში არიან პროფესიონალები, რაშიც ჩვენ არა ერთხელ დავრწმუნდით."

ბეჭდვა
 
 
Created By: Pro-Service
Copyright © 2010 GURIA. All Rights Reserved.