GEOENG
ძიება საიტზე:  
 
მთავრობა
კულტურა
ეკლესია–მონასტრები
დღესასწაულები და ტრადიციები
სამომხმარებლო ბაზარი
ბუნებრივი რესურსები
ჯანდაცვა
გალერეა

ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

დაარსდა 1936 წელს. 1974-91 წლებში მუზეუმი განთავსებული იყო დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელის ყოფილი სასახლის შენობაში, 1991 წლიდან მუზეუმი გადადის ყოფილი სამხედრო დიდების მუზეუმის შენობაში, სადაც განთავსებულია დღემდე. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2001 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდაოზურგეთის ისტორიული მუზეუმი”.
მუზეუმში დაცულია  არქეოლოგიური (ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები,   ადრე   ანტიკური  ხანის ოქროს  ნივთები),   ნუმიზმატიკური კოლექციები (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა), ეთნოგრაფიული (ძირითადად XIX . სამუშაო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები), დოკუმენტური მასალა, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის  სხვადასხვა პერიოდის მასალები - საბეჭდავები, საგვარეულო ღერბები და დროშები,  სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები
.
მუზეუმში დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.
მისამართი: 3500. ოზურგეთი, . ჭანტურიას . 1
დირექტორი: ტრაპაიძე გოგა
ტელეფონი: (8296) 7 58 27;  899 19-68-92
სულ 13 თანამშრომელი, საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 6 000 ექსპონატი 

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია  მოიცავს ადრე-შუასაუკუნეებით დათარიღებულ ციხე-ქალაქს, რომელიც რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული, შემორჩენილია გალავნის ნაშთი, შიდაციხის კედლების, კოშკების, ბაზილიკის, მავზოლეუმისა და სახელსონო უბანის ნაშთები. ადრეანტიკური, ანტიკური და ელინისტური ხანის ნამოსახლარები, თიხის სარკოფაგები, ქვევრ-სამარხები, აბანოს ნაშთი და  სხვა .
მისამართი: 3500, ოზურგეთი, 9 აპრილის . 8
დირექტორი: მუჯირი გიატელეფონი: (+995 93) 12-28-80

ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალური მუზეუმი

ეგნატე ნინოშვილის მემორიალური მუზეუმი 1948 წლიდან არსებობს. ოფიციალურად გაიხსნა 1950 წლის 18 იანვარს. პირველი დირექტორი გიორგი ებრალიძე იყო, ხოლო, შემდეგ წლების განმავლობაში მუზეუმს ხელმძღვანელობდა მიხეილ ვადაჭკორია..
მუზეუმში დაცულია 6 ათასამდე ექსპონატი, ეთნოგრაფიული, თეატრალური მასალები... ექსპონატები ინახება ასლების სახით, დედნები განადგურებულია
აქვე ინახება მწერლის საათი, დურბინდი, კალამი, მაგიდა, სკამი, ტახტი, ეპოქის ნივთებით არის შევსებული. მუზეუმი მდებარეობს სოფელ არჩეულში, ცენტრალური მაგისტრალიდან 3 კმ-ში.

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

დაარსდა 1978 წელს. 1998 წელს კი პირველად გაიხსნა მუზეუმის ექსპოზიცია. მუზეუმში გახსნილია არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ისტორიული წარსულის ამსახველი ექსპოზიცია.
მუზეუმის ფონდში გატარებულია 7886 ექსპონატი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველი წ. აღ. მე-4 საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი, ბრინჯაოს კოლხური ცულების კოლექცია, ანტიკური ხანის კერამიკა, მე-4 საუკუნის ბრინჯაოს ჯვარი, მე-11 საუკუნის ლაპიდარული წარწერა ქვაზე, გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის ექსპონატები, ნოე ჟორდანიის პირადი ნივთები და სხვ. პარტნიორი ორგანიზაციები: გურიის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
(ნ. დუმბაძის ქ. #14) ფუნქციონირებს 1958 წლიდან, პირველი ექსპოზიციე აქ მოეწყო 1961 წელს. მუზეუმში არის არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის განყოფილებები, მუზეუმში ხშირად ეწყობა სამეცნიერო საღამოები, შეხვედრები მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, იმართება ასევე ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენები და პრეზენტაციები.

ნიკო მარის სახლ-მუზეუმი

მისამართი: 4907, ჩოხატაურის რაიონი, სოფელი  დაბლაციხე
ტელეფონი: (+995 93) 33 49 87 (მობ.) დირექტორი: კონსტანტინე მარი

ნოდარ
დუმბაძის სახლ-
მუზეუმი

მისამართი: 4923, ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ზენობანი დირექტორი: თამაზ ჩიგოგიძე 

მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი

მისამართი: 4918, ჩოხატაური, სოფ. ქვენობანიმისამართი: ნუნუ ხვედელიძე      

 
 
Created By: Pro-Service
Copyright © 2010 GURIA. All Rights Reserved.