| ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ძველი ბერძნული ტიპის ნაგებობაა. ზომების მიხედვით, საქართველოს ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბური ფილარმონიის შემდეგ, მისი მშენებლობა 1933 წელს დაიწყო და 1962 წელს დასრულდა. (არქიტექტორი კ. ჩხეიძე, მოქანდაკეები ც. თოფურიძე, ჯაფარიძე, ჭერის მხატვრობა ა. ქუთათელაძე). რაც შეეხება შიდა სივრცეს, კონკრეტულად ცენტრალურ დარბაზს, იგი სრულად იტევს დაახლოებით 1200 კაცს. თეატრს ამჟამად ჰყავს 42 კაციანი დასი. 2005 წელს თეატრი აღიარებულ იქნა კულტურის სამინისტროსა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მიერ როგორც საუკეთესო რეგიონალური თეატრი.
მისამართი: 3500, ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქ. #1
დირექტორი: ჯინჭარაძე ზაზა
ტელეფონი: 7-33-73; 893 22-07-55
ქ. ოზურგეთის მარიონეტების თეატრი
ოზურგეთის თოჯინების თეატრს არსებობის საკმაო ისტორია აქვს. 1948 წელს ალიოშა მკურნალს დაუდგამს პირველი თოჯინური სპექტაკლი. 2003 წლის 14 აპრილს ოზურგეთის თეატრის ბაზაზე დაფუძნდა შ.პ.ს ,,ოზურგეთის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი”.
მისამართი: ქ. ოზურგეთი, ჭვჭავაძის ქ. #1
დირექტორი: კუტალაძე ლაშა
ტელეფონი: სულ 11 თამაშრომელი
ჩოხატაური
ჩოხატაურის თეატრი (ნ. დუმბაძის ქ.#29) 1933 წლიდან ფუნქციონირებს, მასთან არსებული თეატრალური დასი, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, სხვადასხვა შემოქმედებითი წრეები ათობით წელს ითვლის.
|