guria.gov.ge
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და სისტემაში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების განახლებაზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფასა და განათლების ხარისხის ზრდის ხელშეწყობაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან მინდია ჟღერიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ზაალ მამალაძესთან ერთად, სოფელ სამებაში იუნკერ მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას პატივი მიაგო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
იუნკერი მაკარ ბურჭულაძე 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. იგი სოფელ სამების ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას, ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამის ურბანულ დაგეგმარებას.
შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
საზეიმო წირვა-ლოცვა ლანჩხუთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში მეუფე იოსებმა, ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ანდრიასთან და გურიის ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
სადღესასწაულო ლიტურგიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებული და ისრაელის ელჩი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში გაიმართა. ტურნირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „საქართველო შალომ კლუბ გურიას“ ორგანიზებით, ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, 2015 წლიდან იმართება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ჩოხატაურის მერი მინდია ჟღერია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
<description><![CDATA["იფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.სამუშაოების მიმდინარეობას კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ზაზა შოშიტაიშვილთა და ლაშა ჭელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი წითელი სხივისა და ნარუჯის უბნების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, ასევე, დაბა ურეკისათვის 2 ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები.პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი - 75.კმ, აღრიცხვის კვანძები, ოთხი ჭაბურღილი, სამი რეზერვუარი, ოთხი საქლორატორო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობებს.პროექტის დასრულების შემდეგ 19,050 - მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაცია- მშენებლობის ფარგლებშიც.მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი - 28,5კმ, აღრიცხვის კვანძები,6 ჭაბურღილი, სატუმბი სადგური, რეზერვუარი, საქლორატორო.პროექტის დასრულების შემდეგ 11 000 - მდე ბენეფიციარი 24 - საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში ჯამში 5 პროექტს ახორციელებს, პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 100 მლნ. ლარამდე ფინანსდება.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილესთან ლაშა ჭელიძესთან ერთად, ვაშნარის ნაქალაქარში იმყოფებოდა, სადაც გაეცნო ძეგლის მდგომარეობას და მიმდინარე სამუშაოებს.
ვაშნარის არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი მერაბ ძნელაძე, ხოლო სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები.
ადგილზე მიმდინარეობს ძველი მონაკვეთების გაწმენდა, ახალი არქიტექტურული და კულტურული ფენების შესწავლა და ზოგადი კვლევითი პროცესები.
ვაშნარის ტერიტორია წარმოადგენს ისტორიულად მნიშვნელოვან ობიექტს. კვლევები მიზნად ისახავს მისი კულტურული ღირებულებების გამოვლენასა და პოპულარიზაციას.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
სამივე სკოლის რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.
სკოლებში სრულად განახლდა სასწავლო გარემო – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სასწავლო ოთახები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო და სპორტული დარბაზები. ასევე ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი და ბიბლიოთეკა.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ საკითხებსა და გამოწვევებზე, ასევე იმაზე, როგორ გაძლიერდეს კოორდინაცია და უწყებათშორისი თანამშრომლობა.
გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, რომ ეფექტური კომუნიკაცია და ერთიანი მუშაობის ფორმატი აუცილებელია რეგიონის განვითარებისთვის და მოსახლეობის ინტერესებზე სწრაფი რეაგირებისთვის.
ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი - „ჩაერთე მოქმედების დროა“ განხორციელდა.
შემაჯამებელ ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ.
ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები სახელმწიფო რწმუნებულისგან, მერისგან და სააგენტოს ხელმძღვანელისგან მოესმინათ.
პროექტი, რომელშიც 200-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, მოიცავდა ტრენინგებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას. მის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის მოხალისეობისა და მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პროექტი („ჩაერთე მოქმედების დროა“) სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის - „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - ერთ-ერთი გამარჯვებულია.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური და ეკონომიკური პროგრამების მიმდინარეობა და მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევები.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.
ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ანსამბლი „რუსთავი“ მაყურებლის წინაშე სიმღერისა და ცეკვის ტრადიციული პროგრამით წარდგა.
ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტს ესწრებოდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კულტურის
მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე და მიწვეული სტუმრები.
<description><![CDATA["გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში, მერის სტიპენდიატებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს სტიპენდიის დანიშვნა მიულოცეს, განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და შეკითხვებსაც უპასუხეს.
მერის სტიპენდია ენიჭება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში. სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია აკადემიური მოსწრების მინიმუმ 95 ქულა ყოველი სემესტრის ბოლოს. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს თითოეულ სემესტრზე.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ღურჯუმელიძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროექტები, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უნდა დაფინანსდეს.
ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ სხვა საჭიროებებსა და მიმდინარე საკითხებზე.
საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
<description><![CDATA["გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მატოსიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ერს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი.