სიახლეები

ოზურგეთში ანსამბლ ,,ბასიანის“ სანოტო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

2022-08-04 15:45:00
ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ანსამბლ ,,ბასიანი“-ს სანოტო კრებულის -,,ქართული ხალხური სიმღერები - გურია“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე დაესწრო.
 
 
კრებულში შესულია ცნობილი ლოტბარის ვლადიმერ ბერძენიშვილის და მისი ანსამბლის მიერ 1935 წელს ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიფცია - გურული სიმღერის 48 ნიმუში.
 
 
სანოტო კრებული ანსამბლის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.