გურული ხალხური სიმღერები
გურია გამოირჩევა ფოლკლორული ნიმუშების მრავალფეროვნებით. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გურულ სიმღერას. ყველგან, ყოველ დროს და ყოველგვარ პირობებში, გურული ცდილობდა, სიამოვნება ენახა და შრომა გაეადვილებინა, მწუხარება შეემსუბუქებინა.
გურული სიმღერა, რომელიც შეხამებული, მისადაგებული და შეხმატკბილებული იყო შრომა-გარჯილობასთან, მას უფრო ნაყოფიერსა და ბარაქიანს ხდიდა, შინაარსსა და ხალისს აძლევდა. იგი ზარმაცს აბეჯითებდა, დაღლილს ამხნევებდა, სულიერ და ფიზიკურ ძალებს მატებდა. გურულ სიმღერებს შორის აღსანიშნავია „კრიმანჭული″ და „ყანური″, ანუ „ნადური″ „კრიმანჭული″ სიმღერის ერთ-ერთი წამყვანი ხმაა, მაგრამ ზოგჯერ ერთპიროვნულია. „ყანური″, ანუ „ნადური″ განვითარება, ურთიერთშორის ურთულესი კონტრაპუნქტული შეთანხმება. მას შენაცვლებით ასრულებენ ტერცეტი (მთქმელი, კრიმანჭული და ბანები) და ორხმიანი გუნდი (მთქმელები და ბანები).
გურული ხალხური ცეკვები
ძველი გურული ცეკვებიდან ცნობილია: „ფარცაკუკუ″, „კალმახობა″, „ფოთლით ცეკვა″, „მოკვლა-გაცოცხლება″, „მიმიკით ცეკვა″, „ფერხული″, რომლებიც აღწერილი აქვს ცნობილ ეთნოგრაფს, აპ. წულაძეს, თავის წიგნში ″ეთნოგრაფიული გურია″.
ცეკვა „ფარცაკუკუ″, რომელიც ხალხური შემოქმედების ღრმა წიაღიდან ამოიტანა საქართველოს სახალხო არტისტმა, გიორგი სალუქვაძემ, პირველად ნაჩვენები იქნა 1951 წელს. იგი ომში გამარჯვებული მხედრების მასობრივი ცეკვაა. სრულდება ქალებთან ერთად. გურიაში სამსართულიანი „ფარცაკუკუ″ სცოდნიათ. აპ. წულაძე წერს: “ფარცაკუკუ” უძველესი ცეკვაა. თავდაპირველად ცეკვავდნენ ქალები. სიმღერის ტექსტის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ცეკვა ქართველი ამორძალების ცეკვა უნდა იყოს″.
1954 წელს გ. სალუქვაძის მიერ იქნა აღდგენილი „კალმახური″, რომელიც შრომითი ხასიათის, სარიტუალო ცეკვა ყოფილა. მოგვიანებით აღმდგენელს სახელი შეუცვლია და „კალმახობა″ დაურქმევია, რადგანაც ცეკვა თევზაობას გამოხატავს.
ბლექ სი არენა
„ბლექ სი არენა“ (ინგლ. Black Sea Arena) — ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი საქართველოში. გაიხსნა 2016 წლის 31 ივლისს. იტევს 10 000-მდემაყურებელს. მდებარეობ სოფელ შეკვეთილთან ახლოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.