ტრადიციები და დღესასწაულები

„ალეგრობა″


„ალეგრობის” დამკვიდრების ისტორია გურიიის უკანასკნელი მთავრის , მამია V გურიელის (1789-1826) დროიდან უნდა ვეძიოთ, რომლის სასახლე იმ დროის ევროპული კულტურული სალონი იყო მთელ დასავლეთ საქართველოში. მაშინდელ ოზურგეთში უცხოელების გამოჩენა არავის უკვირდა,ქალაქში იტალიელი მისიონერებიც უნახავთ და გერმანელი მოხეტიალე მსახიობ-კომედიანტთადასიც-გურიელმა თავის კარზე რომ დაიტოვა სანახაობათა მოსაწყობად.ამიტომ „ალეგრობა” - იტალიური შინაარსის სიტყვა რომ ეწოდა მხიარულ, მრავალფეროვან და მასობრივ დღესასწაულს, დღევანდელი გადასახედიდან თითქოს არც უნდა გაგვიკვირდეს.
„ალეგრობა” , როგორც სახალხო სანახაობა, გურიაში ძველთაგანვე საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. იმ დღეს თითოეული ოჯახი სურსათ-სანოვაგით შეეწეოდა ხოლმე ორგანიზატორებს , ლატარიიდან შემოსული თანხაც მთლიანად საზოგადოებრივ-საქველმოქმედო დანიშნულებით იხარჯებოდა. ქალაქის გარდა, „ალეგრობა” სოფლებშიც იმართებოდა და განსაკუთრებით განთქმული იყო ბახვის, ლიხაურის, შემოქმედის , კვირიკეთის „ალეგრობები”. XIX საუკუნის 80-იან წლებიდან მოყოლებული , ეს დიდი ტრადიცია 1941 წლამდე მოვიდა და მეორე მსოფლიოს ომმა შეაჩერა . იმ ადრინდელი „ალეგრობების” შესახებ ცნობიბი კი ძველმა გაზეთმა და თანამედროვეთა მოგონებებმა შემოგვინახეს.
სხვადასხვა წლებისა და ეპოქის „ალეგრობებს” ჩაქურიან - ყაბალახიანი, ულვაშაწკეპილი გურული ვაჟკაცებიც ახსოვთ და „ცარსკებით” დამშვენებული, „ჩესუნჩისა” თუ სატინის ბლუზებიანიც; ნაწნავ-თავსაფრიანი უმშვენიერესი ასულებიც და მხიარულ „ბუზიკაზე” „ფოქსტროტისა” და „ვალსის” მოცეკვავე გოგონებიც. ყოფილა დიდი მხიარულება, სეირნობა, ქალ-ვაჟთა „გადანახულება” , მუშაობდა „სიყვარულის ფოსტა”, „ბედის კასრი”, იმართებოდა შეჯიბრი ცეკვებში... უხუცეს ოზურგეთელებს ახსოვთ, დღესასწაულის ყველაზე ლამაზ გოგონას ქადეიშვილის ქალის განთქმულ ტორტს რომ მიართმევდნენ პრიზად, თეთრი ვარდებით მორთულ ფაეტონში ჩასვამდნენ და არემარეს ზარზეიმით შემოატარებდნენ. „ალეგრობაზე” ბევრი ქალ-ვაჟის ბედი გადაწყვეტილა.

 

„კალანდა″

 

მაშინ როდესაც მსოფლიო ახალ წელს წელიწადში ერთხელ ზეიმობს, მართმადიდებელი ქრისტიანები მას ორჯერ ავღნიშნავთ– ძველი და ახალი სტილით– 1 და 14 იანვარს. 14 იანვრის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა მხარეში, განსხვავებული ტრადიციებით, რიტუალითა და სახელწოდებითაც ხდება, რაც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციათ იქცა.

გურულები ძველით „ახალ წელს″ „კალანდას″ ეძახიან. „კალანდის″ მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისაგან ამზადებენ. ჩიჩილაკი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას ″ბასილის ფაფუკ წვერებსაც″ ეძახიან.

ძველათ „კალანდას“ ახალ წელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას (საახალწლო კვერი), საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილის ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. თუ გატეხვის შემდეგ კაკალი ცარიელი აღმოჩნდა, რაც მისსი რწმენით უბედურების მომასწავებელია, ის ხელმეორედ ეხვეწება წმ. ბასილს, რომ მისი ოჯახი ცარიელ კაკლს არ დაამსგავსოს.

ამის დასასრულს პროცესია სახლისკენ გაემართება და მეკვლეს კარებს სამჯერ დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!″ სახლიდან სამჯერ უპასუხებენ „რა მოგაქვს?“ ამაზე მეკვვლე უპასუხებს მთელი რიგი სანატრელი საგნების ჩამოთვლით. შემდეგ კარებს უღებენ და იწყება საახალწლო მილოცვები.

 

ფერიცვალების დღესასწაული და ტრადიციული დოღი ბახმაროში


ყოველი წლის 19 აგვისტოს კურორტ ბახმაროს ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში ტარდება წირვა–ლოცვა, ამავდროულად სეზონის დასრულების აღსაღნიშნავად იმართბე ატრადიციული დოღი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს და რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ სააქრთველოს სხვადასხვა ქალაქების ცხენოსნები. ამ დროს კურორტ ბახმაროი თავს იყრიან როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ასევე სპეციალურად ამ დგისთვის მოწვეული სტუმრებბი. ხდება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ გურული სამზარეულო. ღონისძიების ბოლოს იმართება დასკვნითი კონცერტი.

 

ლელო ლანჩხუთში

 

 „შუხუთფერდთან“ ბრძოლაში ერთმანეთს სისხლით და ტომით ერთნი, მაგრამ სხვადასხვა სარწმუნეობის ქართველები ებრძოდნენ. გამარჯვებულმა დამარცხებული, საკუთარი მიცვალებულის მსგავსად დაიტირა და დიდის პატივით მიაბარა მიწას. შუხუთის ლელოს იდენტურობა 153 წლის უკან „შუხუთფერდის“ ბრძოლასთან ცალსახად აშკარაა. სწორედ ამ ბრძოლის აღმნიშვნელი რიტუალია ლელოს თამაში აღდგომის დღეს სოფელ შუხუთში.
„ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა დაძალით გატანას ნიშნავს. ლელო ბრძოლას გავს. შუხუთის ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნაზავია. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.
თამაშის ფინალი ანუ გამარჯვების საზღაური მუდამ ერთია. ორივე მხარე თავისთვის ჩაუთქვამს რომელიმე გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის ან ფრიად საპატივცემულო პიროვნების საფლავზე ბურთის ატანას, სულთათანას თქმას და შესანდობარის დალევას. გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დამარცხებულთან ერთად მიდიან საფლავზე და იქ შესანდობარი ისმევა.
„ლელო“ 150 წელზე მეტია იმეორებს მის წიაღში გამართული საკვირველი ბრძოლის რიტუალს.