ეკლესია-მონასტრები

შემოქმედის მონასტერი


გურიაში საპატიო ადგილი უჭირავს სოფელ შემოქმედს თავისი მდიდარი წარსულით. აქ ძველთაგანვე აღმართულია დიდებული მონასტერი, სადაც ისხდნენ მიტროპოლიტები, ,,შემოქმედელებად“ წოდებულნი.
შემოქმედი ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრზე. თვითონ შემოქმედის მონასტერი, როგორც უმრავლესობა საქართველოს ეკლესია-ტაძრებისა, მაღლობზეა აგებული. სოფელსა და მონასტერს შუაში გიჟმაჟი მთის მდინარე, ბჟუჟი, ჩამოუდის. მდინარის მარჯვენა ნაპირას, გორაკის ძირში არის გამოქვაბული, რომელიც ადრე დაყუდებული ბერების ბინა ყოფილა.
თედო სახოკია იხსენებს: ,,მშვენიერი მდებარეობა აქვს თავად მონასტერს: სამხრეთ-დასავლეთით მოსჩანს ჯუმათის მთა, აღმოსავლეთით – აჭარის მთების მწვერვალნი, დასავლეთ-სამხრეთით – ერთი ნაწილი გურიისა და ფირუზის ფერი შავი ზღვა, რომელზედაც ჩიტების ოდენად მოსჩანს სანდლების გაშლილი აფრები“.
მონასტერი ორი ტაძრისაგან და სამრეკლოსაგან შედგება. მარჯვენა ტაძარი XII საუკუნის ,,ღვთაებაა“, მარცხენა _ XVI საუკუნის ,,ზარზმა“. ორივე ტაძარი ერთმანეთზეა მიშენებული.
შემოქმედის მონასტერი არამარტო გურიაში, მთელ საქართველოში ერთ-ერთ მდიდარ მონასტრად ითვლებოდა. ეს იყო სამარხი ადგილი გურიელთა. აქ დასაფლავებულნი არიან: გურიელი მამია, დედამისი, დედოფალი მარინე, შემოქმედელი ეპისკოპოსები...
გურიელები პატრონობდნენ შემოქმედის მონასტერს და ყოველთვის უხვი შეწირულობით ამდიდრებდნენ მას; აქვე პოვებდნენ უსაფრთხო ადგილს ძვირფასი ჯვარ-ხატები, ქართველების მიერ წამოსვენებულნი მტერთაგან აოხრებული სამცხე-საათაბაგოდან.
შემოქმედში დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი, ანუ საეკლესიო საკითხავებისა და ლოცვების კრებული, და ,,ფუტკარი“, ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგიერთი წმინდანის ცხოვრებათა კრებული. შემოქმედის გულანი 1004 ძალიან სქელ ქაღალდის ფურცელს შეიცავდა.

 

ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია


ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრითაა დაშორებული. ის საკმაოდ მაღალი გორაკის მწვერვალზეა აშენებული. ეკლესიიდან ფართო ჰორიზონტი იშლება.
ჯუმათი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. იგი ჯუმათელ ეპისკოპოსთა მდიდარი და პატივდებული კათედრა იყო; ჰქონდა დიდძალი უძრავი ქონება და ძვირფასი ხატები. ვახუშტის ცნობით, ,,მთის მაღალსა თხემსა ზედა არს ეკლესია ჯუმათს, დიდი, გუმბათიანი, დიდშენი...ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა“.
ჯუმათის სამონასტრო კომპლექსში შედის განვითარებული შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია, სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. ეკლესიის ინტერიერის ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესიაში ინახებოდა ქართული ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში – წმ. გიორგის XI საუკუნის ოქროს ხატი, რომელიც ეკლესიის გაძარცვის დროს დაიკარგა. ჩარჩოს ფრაგმენტი დაცულია ერმიტაჟში.

 

ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია


სოფელი ლიხაური მდებარეობს ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, აჭარა-გურიის მთების ერთ-ერთ კალთაზე. ლიხაური ისტორიული სოფელია. საყურადღებოა მისი პატარა, მაგრამ ძველისძველი, 1552 წ. კახაბერ გურიელის მიერ აშენებული ეკლესია, წამომართული მაღლობზე, სოფლის შუაგულ ალაგას.
ეკლესიას დასავლეთით მოდგმული აქვს ასევე პატარა სამრეკლო, რომელიც აშენებულია გურიის მთავრის, გიორგი გურიელისა და მისი მეუღლის, ელენეს დროს, 1442 წელს. როგორც ამ სამრეკლოს ხუცური წარწერებიდან ჩანს, ლიხაურს ძველად რეხეული რქმევია.

 

 

აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია



აჭის ეკლესია ხელოვნურად ამაღლებულ ბორცვზეა აგებული, აჭისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ტაძარი შემოსაზღვრულია მაღალი, მტკიცედ ნაგები ქვის გალავნით. სავარაუდოდ, ის ციხესიმაგრის ფუნქციასაც ითავსებდა.
ტაძარი კვადრატული ფორმის დარბაზული ტიპის ნაგებობაა. გარედან შემოსილია თლილი პორფირით და ნიჟარისებრი კირქვით. მისი ფანჯრები და სვეტებიანი ჯვარი აღმოსავლეთის ფასადზე დაფარულია ფაქიზად ნაკეთები ჩუქურთმით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ გურიაში.
ეკლესიის მოცულობა დიდი არ არის. დიმიტრი ბაქრაძე წერს: ,,როდის აშენდა ეკლესია, არ ვიცით; ყოველ შემთხვევაში, ძალზედ ძველად უნდა მივიჩნიოთ მთელს გურიაში. შიგნით სულ დაფარულია ტლანქი ჭრელი მხატვრობით, მეტწილად ბერძნული წარწერებით. მის ფრესკებს შორის მოხსენიებულია ვიღაც ,,ონისიმე ტრაპიზონელი“, ალბათ მხატვარი“.

 

უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი


უდაბნო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო კალთაზე.
უდაბნოში ორი ეკლესიაა. ერთია ძველი, მცირე, კლდეში ნახევრად გამოკვეთილი, რომლის აგების თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით, ეკლესია VI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. მეორე ეკლესია, უგუმბათო, ვრცელი, დარბაზული ტიპის ნაგებობა, თლილი ქვისგან ყოფილა ნაგები. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუშენებიათ 1858 წელს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, არქიმანდრიტ გაბრიელ ტუსკიას (შემდგომში გურიის ეპისკოპოსი) წინამძღვრობის დროს. ახლა მისი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
უდაბნოს ერთ-ერთი წინამძღვარი იყო იოსებ ტუსკია, შემოქმედის გულანის გადამწერი, რომელიც ისტორიულ საბუთებში აღიარებულია ,,ხელმწიფე გურიელის კარის მოძღვრად“ (იგულისხმება მამია IV გურიელი, XVIII ს.) და, ამასთან, ,,საჯუმათლოს მომწყსოდ, ქორეპისკოპოსად"... 
მონასტერს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია "უდაბნოს მრავალთავი", რომელიც 1920 წელს აკაკი შანიძემ აღმოაჩინა. პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნების მიხედვით მას IX საუკუნეს მიაკუთვნებენ და, მეცნიერების აზრით, არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ სინურ მრავალთავს (864 წ.). დიმიტრი ბაქრაძემ მონასტერში აღმოაჩინა სახარების თარგმანები იოანე ოქროპირისა და მეტაფრასი, ანუ წმინდანთა ცხოვრება; ასევე უდაბნოს 29 გუჯარის კრებული. მასში ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელოთა თუ ერისკაცთა შემოწირულობანი უდაბნოსადმი. წიგნსაცავში ინახებოდა ძველთაძველი, მდიდრულად შემკული ბაქარისეული ბიბლია (1743 წ.).

 

ჯიხეთის დედათა მონასტერი


ჯიხეთის დედათა მონასტერი ლანჩხუთის რაიონის სოფელ სამება-ჯიხეთში მდებარეობს.
გურიის დედათა მონასტრის დიდებული ტაძარი სახელგანთქმულმა ხუროთმოძღვარმა, ილარიონ მენაბდემ ააგო. ტაძრის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც.
მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აქაურ დედებს ათონის იოანე მახარებლის სახელგანთქმულ მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იონამ, სამება-ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

ერკეთი


ეკლესია მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერკეთში, მდინარე გუბაზეულის მარჯვენა ნაპირზე. ერკეთი ძველად გურული ერისთავების მამული ყოფილა. ერკეთის ეკლესია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეა აგებული. სავარაუდოდ, მონასტერი თარიღდება X-XI საუკუნეებით. აგების წესითა და ჩუქურთმებით ლიხაურის ეკლესიას ჩამოჰგავს. სამი კარიბჭე აქვს. შიგნით ნათელი საღებავებითაა მოხატული. აქვეა დაცული ერკეთის გულანი, რომლის მინაწერშიც იკითხება: ,,დაიწერა და შემოიწერა წმიდა ესე გულანი ეპისკოპოსობასა ცაიშელ მამათ-მთავრისა მაქსიმესი".

 

 

მთავარანგელოზის სახ. მამათა მონასტერი

სიმაღლე: 263, ცენტრიდან დაშორება: 3,7 კმ; მუნიციპალიტეტი ოზურგეთი

წმ. მარინეს სახ. ეკლესია

 

 

ლეგენდა: 
ობიექტის აღწერა: არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი ვ. მელითაური ტაძრის აგებას XVII - XVIII სს. მიჯნაზე მიუთითებს. წმ. მარინეს ეკლესია დანგრევას გადარჩენილა და ჩვენამდეა მოღწეული. შიგნითა კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი, ამეკლესიის კარები, რომელიც ახლაც დაცულია, დამზადებული ყოფილა ვენახის მასალისაგან. სიმაღლე: 197.9 ; ცენტრიდან დაშორება: 3 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 50 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი. 

ვანისქედის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი

 

ობიექტის აღწერა: სოფ. მთისპირში ასკანის ციხესა და ოქროსქედის აღდგენილ ეკლესიასათან ერთად ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია იოანე ნათლისმცემელის სახელობის ვანისქედის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი XI საუკუნეში აუგიათ. XVII საუკუნეში საფუძვლიანად განუახლებიათ, XIX საუკუნეში კი დანგრეული ეკლესიის დიდი ნაწილი აღუდგენიათ. სიმაღლე: 466.1; ცენტრიდან დაშორება: 4 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 40 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი. 

მთისპირის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერი

ლეგენდა: სოფლის ნაპირას, გორაკზე დგას ფერისცვალების სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია. გადმოცემის თანახმად ეკლესიაში უცხოვრია ვინმე მონაზონ მარიამს, რის გამოც გორაკს „მარიამის გორს“ ეძახიან. 
ობიექტის აღწერა: ეძახიან. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. 2004 წელს ძველ საძირკველზე ახალი ეკლესია დააშენეს. ახალი ეკლესია აშენებულია მომცრო ზომის რიყის ქვით, ხოლო კუთხეები გამოყვანილია თლილი მომწვანო ფერის ქვებით. ეკლესიის ძველი წყობიდან შემორჩენილია სამხრეთის შესასვლელი, ხოლო დასავლეთის შესასვლელი ახალია. ეკლესიას სარკმლები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე აქვს. ამჟამად ეკლესია მოქმედია და დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. სიმაღლე: 304.9; ცენტრიდან დაშორება: 3 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 60 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.

მაცხოვრის (ღვთაების) სახელობის მამათა მონასტერი ზარზმა - ფერისცვალების სახელობის ეკლესია

ლეგენდა: 
ობიექტის აღწერა: წარმოადგენდა.შემოქმედის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ოთხ ძეგლს მოიცავს,მათგან ორი ეკლესია: 1. შემოქმედის ღვთაების ეკლესია 2. ე.წ. ,,ზარზმა” იგი გურიის მთავარმა ვახტანგ I-მა საგანგებოდ ააშენებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოტანილი ფერიცვალების ხატის დასასვენებლად და ეკლესიამაც სახელი აქედან მიიღო. 3. XVI საუკუნის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი. 4. სამრეკლო.ამასთანავე,შემოქმედის კომპლექსს მიეკუთვნება ეკლესია ,,გორის გვერდისა“. იგი განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლადაა მიჩნეული და დღეს მისი გალავანი და ნანგრევებია შემორჩენილი. სიმაღლე: 233.3 ; ცენტრიდან დაშორება: 2 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 300 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.

წმ. გიორგის სახ. ტაძარი

ლეგენდა: 
ობიექტის აღწერა: წმ. გიორგის სახ. უძველესი ტაძარი მდებარეობს სოფ. დვაბზუში ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს. ეკლესია V-VI საუკუნით თარიღდება, ხოლო სამრეკლო კი X საუკუნით. სიმაღლე: 142.5 ; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ლეგენდა: ეკლესია აიგო 2000 წელს. მისი აშენება დააფინანსა შუხუთის მკვიდრმა ბიზნესმენმა თემურ ჩხაიძემ. 
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას მიმდინარეობს წირვა. სიმაღლე: 32.1 ; ცენტრიდან დაშორება კმ.: 50მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.

 

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ლეგენდა: ეკლესია აშენებულია 20-ე საუკუნის დასაწყისში. ამჟამად არ არის მოქმედი და მისი რესტავრაცია მიმდინარეობს 2015 წლიდან. ეკლესიის რესტავრაციას აფინანსებს ბიზნესმენი გიორგი ბიწაძე. 
ობიექტის აღწერა: ეკლესია არ არის მოქმედი, ამჟამად მიმდინარეობს რესტავრაცია. სიმაღლე: 40.1; ცენტრიდან დაშორება: 2 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 40მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია

ეკლესის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო. მშენებლობა დასრულებულია მაგრამ წირვა ჯერ არ ტარდება საეკლესიო ნივთების არქონის გამო. მხოლოდ პარაკლისები ტარდება. ეკლესიის მღვდელი მღვდელ -მონაზონი დავით შეწირულია. ის, ამავე დროს, ნინოშვილის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის წინამძღვარია.ეკლესია კარლო გუჯაბიძის დახმარებით აშენდა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. სიმაღლე: 55.8; ცენტრიდან დაშორება: 50მ; სამანქანე გზიდან დაშორება: 50მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.

 
 ქრისტეფორე გურულის სახელობის ეკლესია

ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 2002 წელს და ის შენდება მოსახლეობის შემოწირულობებით და ერთადერთი ეკლესიაა საქართველოში, რომელიც ქრისტეფორე გურულის სახელს ატარებს. 
ობიექტის აღწერა: ეკლესია დასრულების ფაზაშია. სიმაღლე: 76.9; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.

 სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესია

ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 10 წელი. გაიხსნა 2011 წლის 23 მაისს. ტაძრის წინამძღვარი თავიდან იყო მამა გაბრიელი, შემდგომ 1 წელი მამა პავლე ქინქლაძე, ხოლო ეხლა კი არის მამა დავით წულაძე წინამძღვარი. 
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას მიმდინარეობს წირვა. სიმაღლე: 18.5; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.

 ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
 
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1999 წლის 13 აპრილს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. (დღესასწაული გარდამავალია.) 2001 წლის 18 სექტემბერს შემოქმედმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა აკურთხა ტაძარი და აღავლინა წირვა. 
ობიექტის აღწერა: ტაძარი მოქმედია და მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა. სიმაღლე: 41.3; ცენტრიდან დაშორება: 800მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
 
 წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესია
 
 
 
ეკლესია გაიხსნა 2005 წელს. არის ბაზილიკური ტიპის. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი საბა ჟღენტი. 
ობიექტის აღწერა: ტაძარი მოქმედია და მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა. სიმაღლე: 57.3; ცენტრიდან დაშორება: 1 კმ და 200 მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
 

წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი

ეკლესია აშენდა 2011 წელს. ის აშენდა ბადრი წილოსანის დახმარებით. წინამძღვარი არის მამა გაბრიელი. 
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას აღესრულება წირვა. სიმაღლე: 200.6; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.

 ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია

ეკლესია აშენდა 1896 წელს. 
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედი და ყოველ კვირას იმართება წირვა. სიმაღლე: 259.2; ცენტრიდან დაშორება კმ.: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ეკლესია აშენდა 1989 წელს. 
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას იმართება წირვა. სიმაღლე: 262.5; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.

 იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

ეკლესია აშენდა 2002 წელს. ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია; სიმაღლე: 260.5; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.

 მოციქულთა სწორთა სახელობის სალოცავი

ეკლესია აშენდა 2004 წელს. ობიექტის აღწერა: სალოცავი მოქმედია. სიმაღლე: 266.7; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.

 ბუკნარის ეკლესია

აშენებულია 2005 წელს მამულო გუდავაძის მიერ. ობიექტის აღწერა: მოქმედია, მიმდინარეობს წირვა-ლოცვა; 
სიმაღლე: 106.3; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.

 ეკლესია ჩოხატაურში

ანტიკურ ეპოქაში აქ უკვე ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლება. აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები. ობიექტის აღწერა: აღევლინება წირვა- ლოცვა 
სიმაღლე: 385.1; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.

 დედათა მონასტერი

მიქაელ და გაბრიელ მთავარ-ანგელოზის სახელობის ეკლესია აგებულია IX საუკუნეში. ფრესკები თარიღდება XIV – XV საუკუნით, ქვევით არსებული ჩუქურთმიდან გამომდინარე. ტრაპეზის ქვაც თარიღდება აგრეთვე IX საუკუნით. მონასტერში 20-მდე წევრია. 
ობიექტის აღწერა: ტაძარს აქვს სამი ექვტერი, პატარა სამლოცველო -პირველი ექვტერი ნინო, ნანა და მირიანის სახელობისაა. ამავე პატარა ტაძარში იმალებოდა სტალინი, არსებობს ასეთი ლეგენდა. მეორე ექვტერი ყოველთა წმიდათა სახელობისაა - ამავე ტაძარში 2006 წლიდან სრულიად მარტო ცხოვრობდა დედა მარიამი - 1 წელი და 6 თვე. მესამე ექვტერი ღვთიშობლის სახელობისაა ერთ ტაძარსა და სამ ექვტერში აღესრულება 4 წირვა. მამების მოსასვენებელი ადგილი, რომლის მშენებლობის დროსაც ერთ-ერთი მშენებელი ჩვარდა, მისი ამოყვანის შედეგად აღმოჩენილ იქნა გამოქვაბული, რომელიც ბერთა დაყუდების ადგილად, ანუ ბერთა განმარტოებით ლოცვისათვის იყო განკუთვნილი. სიმაღლე: 400; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.

მამათა მონასტერი

უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის მამათა მონასტერი ფუნქციონირებს 2007 წ. 7 ივლისიდან. ახალი ტაძარი დაშენებულია მე-18 საუკუნის საძირკველზე, ტაძარში სხვა ხატებთან ერთად დაბრძანებულია მე-16 საუკუნის იოანე ნათლისმცემლის ჭედური ხატი „განაქარვე მწუხარება ჩემი“, ღვთისმშობლის ხატი, რომელიც საქართველოში სხვაგან არ გვხვდება. კლდეში ნაკვეთი სამგუმბათოვანი ტაძარი მე-6 საუკუნისაა, დასავლეთ საქრთველოში ერთადერთია და ტაძარს დღესაც პირვანდელი სახე აქვს. 
ობიექტის აღწერა: აღევლინება წირვა- ლოცვა;სიმაღლე: 407.6; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.

სამების სახ. ტაძარი

ეკურთხა 2006 წლის 12 აგვისტოს. არქიტექტორი გახლდათ - თეიმურაზ ბურჭულაძე, მშენებელი - დიმიტრი ბურჭულაძე. აშენდა პაატა ბურჭულაძის შეწევნით. სიმაღლე: 249.6; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.

წმ.ბარბარეს სახ. ეკლესია

აშენდა მერაბ და ნიძო გუბელიძეების ინიციატივით, მაგრამ დღესდღეობით შეუერთდა სრულიად საქრთველო, რადგან ძალიან ძვირადღირებული ჩუქურთმებია გამოყენებული. ობიექტის აღწერა: მშენებლობა მიმდინარეობს 12 წელია; სიმაღლე: 143.3;მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.

 წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

კოხნარის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის XVIII – XIX საუკუნის გადმოცემაა, რომ აგებული იყო სიპი ქვით და დუღაბით. მდ. ხევისწყალიდან ტაძრამდე იდგა ხალხი და ერთმანეთს აწვდიდნენ ამ ქვებს და ასე აშენებულა ეს ტაძარი კვერცხით და დუღაბით. საეკლესიო მოღვაწეები იყვნენ უშვერიძეები და თევზაძეები - უკანასკნელი გახლდათ - მღვდელი სილიბისტრო თევზაძე. ამავე ტაძარშია დაკრძალული თავად წულუკიძის ახალგაზრდა ვაჟი (12 წლის). მისი ოჯახის წევრები ყოველ აღდგომას ეკლესიას წირავდნენ ამ ბავშვის სიმაღლე „დომნი პასკას“(ასე უწოდებდნენ) და მისი სიმაღლის კელაპტარს. აქვეა ნური გურიელიძის მიერ აშენებული სამლოცველო 
ობიექტის აღწერა: პერიოდულად აღევლინება წირვა- ლოცვა; სიმაღლე: 294.6; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.

 წმ. გიორგის სახ. ტაძარი

გაიხსნა 2013 წლის 29 ნოემბერს, წმ. მათეს ხსენების დღეს. XVI საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილი მხოლოდ ჯვარი და ეკლესიის ფუძეზე. ობიექტის აღწერა: პერიოდულად აღევლინება წირვა- ლოცვა; სიმაღლე: 259.9;მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.

 დარბაზული ეკლესიის ნანგრევები

„შუბნის სახტარი“ ქვიოდა მას. შუბნის წვერზე იდგა. მას მხოლოდ ორნახევარი საუკუნის ისტორია აქვს. იგი მე-18 საუკუნის შუაწლებში აქაურ „გელდი კუპეცს“, ვინმე სიხარულიძეს საკუთარი ხარჯით აუგია. ამბობენ ამ კაცს მირიანი ერქვაო.შუბნის ეკლესიიდან თითქმის აღარაფერია დარჩენილი. მასაც, როგორც ბევრ სხვას, ნაადრევად „მოუთავეს ხელი“ კომუნისტებმა. ის ახალი ტაძარი იყო და ალბათ დღესაც შეურყეველი იქნებოდა, რომ არა სატანური გადაწყვეტილება - იგი კოლმეურნეობის სასუქის საწყობად გადააკეთეს. მანქანებით „ნასიპად“ მიტანილ სასუქს ყრიდნენ ტაძარში და კარებს კეტავდნენ. დაგმანულ სივრცეში სასუქმა ძალიან მძლავრად იმუშავა. ერთბაშად დაიშალა ეკლესია. მისგან მხოლოდ ესღაა დარჩენილი, რაც ფოტოზეა აღბეჭდილი. 
ობიექტის აღწერა: სოფელში შემორჩენილია XIX საუკუნის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.ეკლესია ნაგებია თლილი ქვით, მსხვილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებში და გამოყოფილია ოდნავ შვერილი პროფილით. ოთხწახნაგოვანი კედლები დასრულებულია ერთი მთლიანი აბსიდით. მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.

წმ.ნიკოლოზის სახ. ტაძარი

ტაძარი აშენებულია 1998 წელს. ლეგრი და ლევან მამალაძების, ასევე სოფელ ხევის მოსახლეობის დახმარებით. 
ობიექტის აღწერა: პერიოდულად აღევლინება წირვა- ლოცვა; სიმაღლე: 232.9; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.

 პეტრე-პავლობის სახ. ეკლესია

განსაკუთრებით ძლიერი იყო პატივისცემა ლომისკარელის ხატისა, დიდს უბედურებად ითვლებოდა და ლომისკარელის ხატზე ნათქვამ ფიცს ძნელად თუ გატეხავდა გურული. ძველ გურიაში ქრისტიანული სარწმუნოება მტკიცე ყოფილა, წარსულ საუკუნეში გურულებს ქრისტეს ჯვარი ერთგულად და ვაჟკაცურად რომ არ ეტარებინათ, ხმალთან ერთად ისიც რომ მუდმივ ხელთ არ პყრობოდათ ვერც გურიას შეინარჩუნებდნენ და ვერც ქართველებად დარჩებოდნენ" (მ. გოგიბერიძე). ობიექტის აღწერა: წმინდა გიორგის სახელობის (ლომისკარელის სახელით ცნობილი) ტაძრის მასალიდან, ამჟამად კლუბია. აქავეა ახლად აშენებული პეტრე-პავლობის სახ. ეკლესია.პერიოდულად აღევლინება წირვა- ლოცვა;სიმაღლე: 299.9; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.

წმ.გიორგის სახ. ტაძარი

ტაძარი აშენებულია გურამ ჩალაგაშვილის მიერ. ობიექტის აღწერა: მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი დასასრულებელი სამუშაოები; სიმაღლე: 224.3; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური. 

საკათედრო ტაძარი, წმ.იოაკიმ და ანას სახ.

ეკლესია გაიხსნა 2009 წლის 17 ნოემბერს. ტაძარი აშენებულია ვასილ ჩიგოგიძის დახმარებით. (გარდაცვლილი მეუღლის ანას სახელობის). ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას მიმდინარეობს წირვა. 
სიმაღლე: 93.8; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური. 

 ხარების სახ.ტაძარი

  

სიმაღლე: 236.5; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.