სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობას გურიის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ძირითადად, ისინი თვითდასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნებიან და თავიანთ ოჯახურ მეურნეობებში საქმიანობენ. დროის მიხედვით განსხვავებულია დარგის წინაშე მდგომი ამოცანები და მათი გადაწყვეტის გზები. თანამედროვე ეტაპზე აგროსასურსათო სექტორის წინაშე მდგომ უმნიშვნელოვანეს ამოცანას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ტექნოლოგიების საფუძველზე განვითარება წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია და აგროწარმოების განვითარება, რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ ამოცანად განხილება.

სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი

სახნავი ფართობების უდიდესი ნაწილი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. გურიის ნიადაგები და კლიმატი იძლევა ისეთი კულტურების განვითარების საშუალებას, რომელთა განვითარება საქართველოს სხვა რეგიონებისთვის, სამეგრელოს გარდა, ნაკლებად შესაძლებელია. გურიაში განსაკუთრებით კარგი პირობებია ჩაის, ციტრუსის, სიმინდის, ბოსტნეულის, ხილის, სუბტროპიკული ეთერზეთოვანი კულტურების, ბაღჩეულისა და მრავალწლიანი ბალახების წარმოებისთვის.

მემცენარეობა - გურიის ნიადაგ-კლიმატური პირობები იძლევა მემცენარეობის ისეთი დარგების განვითარების შესაძლებლობას, როგორიცაა მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, კენკროვანი კულტურების (მ.შ. ლურჯი მოცვის) წარმოება, აგრეთვე, სხვადასხვა სუბტროპიკული ხილის წარმოება, როგორიცაა ხურმა, ზეთისხილი, პეკანი, ფეიჰოა, ავოკადო, მუშმალა და სხვ. მერქნიან-ტექნიკური კულტურებიდან ახლო წარსულში გავრცელებული იყო ბამბუკის, ტუნგის, დაფნისა და ევკალიპტის წარმოება. 

რეგიონში ნათესი ფართობების მიხედვით ყველაზე მეტად სიმინდი, თხილი, ციტრუსი, ჩაი და ხილია გავრცელებული, რაც ამ კულტურების პრიორიტეტულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. თუმცა, რეგიონში სასურველია ასევე ახალი, პერსპექტიული მრავალწლიანი კულტურების დანერგვა.
ერთწლიანი მარცვლეული კულტურებიდან სამივე მუნიციპალიტეტში წამყვანი ადგილი უჭირავს სიმინდს (აჯამეთის თეთრი), რომელზეც სახნავი ფართობების უდიდესი ნაწილი მოდის.
90-იან წლებში გურიაში მასობრივად დაიწყო თხილის კულტურის გავრცელება. თხილს ახასიათებს მთელი რიგი უპირატესობები სხვა კულტურებთან შედარებით, განსაკუთრებით - გაშენებისა და მოვლის სიიაფე, ტრანსპორტაბელურობა და გასაღების ბაზრის ხელმისაწვდომობა. თხილის ნაყოფის რეალიზაცია ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში ინვესტირებული კაპიტალის დიდი ნაწილი სწორედ თხილის წარმოებასა და შესაბამის გადამამუშავებელ საწარმოებზე მოდის. სოფლის მეურნეობის ამ დარგს რეგიონში შემდგომი განვითარების პერსპექტივა აქვს. რეგიონში თხილის კულტურის მიერ დაკავებული ფართობი ყოველწლიურად იზრდება, როგორც ახალი ფართობების, ისე ძველი, ტრადიციული კულტურების ხარჯზე.

წაბლი - წაბლი და წაბლის თაფლი ერთერთი ძვირადღირებული და სასარგებლო პროდუქტია მთელს მსოფლიოში; წაბლის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია ჩვენს რეგიონს, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში. ნიადაგურ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ის შეიძლება ერთ-ერთ სტრატეგიულ კულტურად განვიხილოთ, როგორც საექსპორტო პროდუქტების მომცემი; 

რეგიონში ჩაის და ციტრუსის წარმოება - დღეისათვის, რეგიონში არსებობს ჩაის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო. ფართობის მიხედვით, ეს კულტურა პირველი იყო რეგიონში, მაგრამ ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა და მის ადგილს სხვა კულტურები იკავებენ.

მეჩაიობა - გურიის რეგიონში და საერთოდ ქვეყანაში ჩაის წარმოება ყოველწლიურად მცირდება. რამოდენიმე ასეულ ჰა-ზე, რომელზეც მიმდინარეობს ჯერჯერობით კრეფა, სულ რაღაც 1000 ტ-მდე ჩაის ფოთოლი იკრიფება წლის განმავლობაში.

მეჩაიეობის სარეაბილიტაციოდ აუცილებელია გადაუდებელი ღონისძიებების გატარება, მნიშვნელოვანი ინვესტიციები (სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიმულირება).
მნიშვნელოვანია ჯერ კიდევ არსებული პლანტაციების შენარჩუნება და მათი პროდუქტიულობის გაზრდა, მზა ჩაის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ეკოლოგიურად სუფთა ორგანული ბიო ჩაის წარმოებაზე ეტაპობრივად გადასვლა.

დარგის აღორძინება ხელს შეუწყობს ქვეყანაში იმპორტირებული ჩაის ეტაპობრივად ჩანაცვლებას ადგილობრივი პროდუქციით, ამასთან ერთად გაიზრდება მოსახლეობის შემოსავლები, შემცირდება მიგრაციული პროცესები და სხვა.

აღნიშნული თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გურიის რეგიონისთვის თავისი აქტუალურობიდან და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე.

გურიის რეგიონში ფუნქციონირებს ჩაის გადამუმაშევებელი 20 დიდი და მცირე საწარმო.
გურიაში ციტრუსოვანთა ფართობის უდიდესი ნაწილი მანდარინის ნარგაობებს უჭირავს 2649 ჰა; ლიმონი 206 ჰა; ფორთოხალი 123 ჰა. ციტრუსი რეგიონის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში წამყვან პროდუქტს წარმოადგენდა.

გურიაში შესაძლებელია შეიქმნას სადედე - სანერგე და სადემონსტრაციო ბაღები. უცხოეთიდან შემოვიტანოთ ახალი სუპერ საადრეო, საადრეო, საგვიანო, ჯიშის ნერგები, რომლებიც იქნებიან დაავადებებისა და ყინვის მიმართ გამძლე. ჩვენი კლიმატის შესაფერისი რამდენიმე ჯიშის მონაცემები:

1. მიაგავა ვასე, Miyagawa wase (მანდარინი), პროდუქტიულობა- 30 ტონა 1 ჰექტარზე. მოსავლის აღების დრო-ოქტომბერის მეორე ნახევარი, ნოემრის პირველი ნახევარი.
2. კავანო ნაცუდაიდი, Kawano Natsudaidai (ფორთოხალი- ), პროდუქტიულობა- 30 ტონა 1 ჰექტარზე. მოსავლის აღების დრო-დეკემბერი, ნაყოფის წონა-400-500 გრამი.
3. მიაუჩი ეუაი, Miyauchi Iyo (ფორთოხალი), პროდუქტიულობა- 30 ტონა 1 ჰექტარზე. მოსავლის აღების დრო-დეკემბერი, ნაყოფის წონა-250-300 გრამი.
4. ჰასაკუ, Hassaku- (მოყვითალო ფორთოხალი) პროდუქტიულობა- 30 ტონა 1 ჰექტარზე. მოსავლის აღების დრო-დეკემბერი, ნაყოფის წონა-250-300 გრამი.
5. მორიტა ნაველი Morita Navel (ტკბილი ფორთოხალი), პროდუქტიულობა- 30 ტონა 1 ჰექტარზე. მოსავლის აღების დრო-დეკემბერი, ნაყოფის წონა-250 გრამი და სხვა.
დარგისთვის პრობლემას წარმოადგენს ციტრუსების მავნებელ-დაავადებები როგორიცაა: ვერცხლისფერი ტკიპა, აზიური ფაროსანა, ქეცი, ხორკლიანობა და ა.შ. ისინი მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ მეციტრუსეებს, რადგან სასაქონლო სახეს უკარგავენ ნაყოფს.


ისეთი სუბტროპიკული კულტურების გავრცელება, როგორიცაა დაფნა, ბამბუკი, ევკალიპტი, ტუნგი, ფეიჰოა, ხურმა და სხვ., ბევრად ნაკლებია, თუმცა, ეს კულტურები გარკვეული მოცულობით სამივე მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. რაც შეეხება სხვა მრავალწლიან კულტურებს, როგორიცაა ვაზი და ხეხილოვნები, მათი წარმოება, ძირითადად, თვითმოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება და სარეალიზაციოდ პროდუქციის შედარებით მცირე ნაწილი გადის. სუბტროპიკული კულტურებიდან, პერსპექტიული კულტურაა კივი, რომლის ფართობები სამივე მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. თუმცა, თხილთან შედარებით, კივი ბევრად ნაკლები გავრცელებით ხასიათდება. კივი მოსახლეობას, როგორც წესი, 200-300 მ2 ფართობზე აქვს გაშენებული. რეგიონში კივის ფართობებს სულ 100-120 ჰა უკავია, ხოლო საშუალო მოსავლიანობა 25 ტ/ჰა-ს შეადგენს. პერსპექტიული კულტურაა ლურჯი მოცვიც. დაბა ნარუჯაში სახელმწიფო სადემონსტრაციო ნაკვეთზე გაშენებულია ლურჯი მოცვი 5 ჰა-ზე, ხოლო დაბა ლაითურში კერძო კომპანია „ვანრიკი“-ს მიერ 60 ჰა-ზე. კულტურა კარგად შეეგუა აქაურ პირობებს და იგეგმება მისი რამოდენიმე ასეულ ჰა-ზე გაშენება. 

სასათბურე მეურნეობები - გვხვდება გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში . 2017 წლის მონაცემებით რეგიონში სულ 30-მდე სასათბურე მეურნეობაა, სადაც მოჰყავთ მოყავთ კიტრი და პომიდორი, და სხვა ბოსტნეული კულტურები, ასევე, არის საყვავილე მეურნეობები. 

მეცხოველეობა -  რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტშია გავრცელებული მესაქონლეობა. ფერმერული ტიპის მეურნეობებში გავრცელებულია მომთაბარეობა, ხოლო გაზაფხულის ბოლოს საქონელს მთებში, ალპურ საძოვრებზე მიერეკებიან. თანდათანობით იკიდებს ფეხს ხელოვნური განაყოფიერების გამოყენება, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდონ მესაქონლეობის პროდუქტიულობა.

სამივე მუნიციპალიტეტშია გავრცელებული მეღორეობა, რაც მოსახლეობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მეფრინველეობის მცირე ფერმები გვხვდება ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც, ძირითადად, ფრინველის ხორცს აწარმოებენ.

მეთევზეობა - გურია მდიდარია წყლის რესურსებით, მიუხედავად ტერიტორიული სიმცირის,ა იგი ამ კუთხით გამოირჩევა საქართველოს სხვა რეგიონებიდან. მდინარეები საკმაოდ მდიდარი იყო და არის თევზის ძვირფასი ჯიშებით. რეგიონში არსებული მდინარეები და მისი შენაკადები იძლევა იმის საშუალებას, რომ განვითარდეს სატბორე და საკალმახე მეურნებები. დღეისთვის რეგიონის ტერიტორიაზე 64 სატბორე 10 საკალმახე მეურნეობაა, სადაც აწარმოებენ სატბორედან 83ტ თევზს, ხოლო საკალმახე 310ტ კალმახს.   წამყვანი საკალმახე მეურნეობაა შპს „აგია“ სოფ. ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა, რომელსაც გააჩნია 50 აუზი 1 ჰა ფართით. საკალმახე მეურნეობის წყლის რესურსს წარმოადგენს მდინარე ნატანები. ხელსაყრელი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, (ჰაერისა და წყლის ტემპერატურა, გარემო, სიმაღლე ზღვის დონიდან) „აგია“ აწარმოებს 250 ტ კალმახსა და 3 ტ ხიზილალას. მომავალი წლისთვის აპირებს 350 ტ კალმახისა და 4 ტ ხიზილალას წარმოებას. პერსპექტივაში დაგეგმილი აქვს მეურნეობის კიდევ უფრო გაზრდა. პერსპექტიულია სოფ. ლიხაურის საკალმახე მეურნეობა შპს „საქფიჩი“, რომელიც 5-8 ტონამდე კალმახს აწარმოებს, პერსპექტივაში წარმოების მნიშვნელოვნად ზრდაა გათვალისწინებული. მეურნეობის წყლის რესურს წარმოადგენს მდინარე აჭისწყალი.

საკალმახე მეურნეობების ზრდის რეზერვს წარმოადგენს  სოფ. მაკვანეთში არსებული საკალმახე, რომლის რეკონსტრქცია და აღდგენითი სამუშაოებები მიმდინარეობს, სადაც შესაძლებელი იქნება დასაწყისში 100 ტ კალმახის წარმოება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2 საკალმახე  მეურნეობაა, სადაც 17-მდე ფერმერია დასაქმებული და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია 70 ტონას აღწევს. პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. 

ბუნებრივი პირობები მეფუტკრეობის მნიშვნელოვნად გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ამჟამად, გურიაში  მეფუტკრეობას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.

საერთაშორისო თანამშრომლობა

საერთაშორისო ორგანიზაციების როლი გურიის რეგიონის სოფლის მეურნეობის სფეროში მნიშვნელოვანია აშშ საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAPდა ENPARD-ის) ფარგლებში გურიის რეგიონში მიმდინარე  საგრანტო პროექტების კონკურსში არის დაფინანსებული საწარმოები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას.

აგროწარმოება და ლოჯისტიკა, ახალი ტექნოლოგიები, მასტიმულირებელი სისტემები და მექანიზმები

რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნაწილის (მეტწილად, ციტრუსისა და თხილის) გადამუშავება ადგილზე ხორციელდება. დღეისათვის, რეგიონის მასშტაბით 120-მდე საწარმო მოქმედებს, მათ შორის ბევრი მათგანი პერიოდულად და არასრული დატვირთვით. განვითარებულია თხილის , ჩაის პურ- პროდუქტების , მეფუტკრეობის საწარმო, ასევე არის პატარა საწარმოები კერძო მეურნეობებში, რომლებიც აწარმოებენ რძის გადამუშავებას.

ექსტენცია და  ფერმერთა მომსახურების ცენტრები

რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთსა და ჩოხატაურში) ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური, ხოლო ოზურეთში გურიის რეგიონალური სამმართველო, რომელიც კოორდინაციას უწევს გურიის რეგიონში არსებულ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ყველა უწყებას. გურიაში ასევე ფუნქციონირებს 50-მდე კერძო ფერმერთა მომსახურების ცენტრი. აქედან 3 კომპანია შედარებით მსხვილია. საკონსულტაციო მომსახურება უფასოა და მემცენარეობის მიმართულებით ყველა კატეგორიის ფერმერებს ემსახურებიან. მეცხოველეობის მიმართულებით რეგიონში ფუნქციონირებს 21 ვეტ-აფთიაქი (ოზურგეთი- 11. ლანჩხუთი- 6. ჩოხატაური- 4.) შესაბამისი კონსულტანტებით. საკონსულტაციო მომსახურებ აქაც უფასოა. 

რაც შეეხება ასორტიმენტს, აფთიაქები ჰყიდიან ვეტპრეპარატებსა და მეცხოველეობისათის საჭირო ინვენტარს (სკები, სხვადასხვა ინსტრუმენტები და სხვა.), ხოლო ფერმერთა მომსახურების ცენტრებში გაყიდვაშია აგროქიმიკატები, შესაბამის მანქანა-იარაღები და ინვენტარი.

სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები

გურიაში 12 სამაცივრე მეურნეობაა

საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობები -  2012 წელს მოეწყო მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც 4.8 ჰა-ზე გაშენდა ათამდე ჯიშის მოცვი. აქვე ეწყობა ციტრუსის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც 1 ჰა-ზე რამდენიმე ჯიშის ციტრუსი გაშენდება და მოხდება საუკეთესო ჯიშების გაყიდვა და გავრცელება.

საექსპორტო პროდუქცია და ინვესტიციები - წარსულში, გურიის რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უდიდესი ნაწილი საექსპორტოდ იყო განკუთვნილი. მთავარ საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა ჩაი და ციტრუსი, ასევე სხვადასხვა სახის ხილის წვენები, ეთერზეთოვანი და ცხიმზეთოვანი მცენარეები და სხვ. დღესდღეობით, სასოფლო–სამეურნეო საექსპორტო პროდუქციის წარმოება ფეხს იკიდებს და ძლიერდება. ფერმერები ცდილობენ , რომ მათ მიერ წარმოებულმა პროდუქციამ დაკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნები. 

სურსათის უვნებლობა - მცენარეთა დაცვის სფეროში რეგიონში ხორციელდება საკარანტინო ღონისძიებები სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ფინანსდება განსაკუთრებით საშიში საკარანტინო მავნებლის, აზიური ფაროსანას და ამერიკული თეთრი პეპელას წინაღმდეგ ბიოლოგიური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები პერიოდულად წარმოებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარული მონიტორინგი, დიაგნოსტიკა, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება. ხორციელდება კარანტინს დაქვემდებარებული საექსპორტო პროდუქციის ფიტოსანიტარული საკარანტინო შემოწმება და ფიტოსანიტარული სერთიფიკატის გაცემა. ვეტერინარიის დარგში მიმდინარეობს ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებები. ხორციელდება კერძო ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა და სერთიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმდინარე მონიტორინგის პროგრამით, ხორციელდება სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების შესყიდვა და კვლევა.

X