ურეკი

კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კურორტს დასავლეთით შავი ზღვა ეკვრის, აღმოსავლეთით გარშემორტყმულია მთებით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდინარეების სუფსისა და ნატანების დაბლობებია. კურორტის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის, ოფიციალურად კი როგორც კურორტი არსებობს 1971 წლიდან. კურორტის კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ1800-1820 საათს შეადგენს. საშუალო წლიური ტემპერატურა 14.3 გრადუსია. ზამთარი ძალიან რბილია (5.8 გრადუსი იანვარში) .ზღვა, მზე, წვრილი «ხავერდოვანი» ქვიშა, რომელსაც მაგნიტური თვისებები აქვს, კურორტს საუკეთესო დასვენებისა და მკურნალობის თვისებებს ანიჭებს. ურეკის ბუნებრივი მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გულ-სისლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებში. ასევე დიდი პერსპექტივები აქვს ანალოგიური თვისებების შავიზღვისპირა კურორტებს შეკვეთილსა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).