ბიზნესსექტორი
ბიზნესის რეგისტრის ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში რეგისტრირებულია 16533 სუბიექტი. ამასთან, ფაქტობრივად, რეგიონში 200-მდე მცირე და საშუალო საწარმო მოქმედებს.
 
გურიის რეგიონში წარმოებული დამატებული ღირებულება 2016 წლის მონაცემებით 644,1 მლნ ლარს. 2012-16 წლებში დამატებული ღირებულების ზრდის საშუალო მაჩვენებელი 33%-ს შეადგენდა. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, გურიის დამატებული ღირებულება 2519.4 აშშ დოლარს შეადგენს.
სამივე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ბანკების ფილიალები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
 
გურიის მდიდარი წყლისა და ტყის რესურსები, მისი წიაღისეული, ცენტრალურ ავტომაგისტრალთან და რკინიგზასთან კავშირი, ცალკეული აგრარული პროდუქციის წარმოებისათვის ხელსაყრელი გარემო, მაღალი ტურისტული პოტენციალი, ბათუმისა და ფოთის პორტებთან და თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან სიახლოვე, ისევე როგორც სუფსის ნავთობ-ტერმინალის რეგიონში არსებობა, კარგ წინაპირობასა და შესაძლებლობებს ქმნის რეგიონში ბიზნესსექტორის განვითარებისთვის.