ევროპის რეგიონთა ასამბლეა (ერა)
2008 წლის 13 ნოემბერს, ევროპის რეგიონთა ასამმბლეის გენერალურ ასამბლეაზე, გურიის რეგიონი გახდა ამავე ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი (მანამადე გურიის რეგიონი დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა). ასამბლეის წევრობა გვაძლევს შანსს ევროპაში ინტეგრაციისა, რეგიონის ცნობადობას ევროპის დონეზე, სხვადასხვა რეგიონებთან ურთიერთთანამშრომლობას, მათი გამოცდილების გაზიარებას და .შ.
ევროპის რეგიონთა ასამბლეა არის ევროპაში ყველაზე დიდი, დამოუკიდებელი რეგიონული ხელისუფლების ქსელი, რომელიც აერთიანებს 250 რეგიონს 35 ქვეყნიდან და 16 რეგიონალურ ორგანიზაციას.
ევროდისეი
ევროდისეის გაცვლით პროგრამა, რომელშიც გურია 2010 წლიდან მონაწილეოს, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს 3 დან 7 თვემდე სტაჟირებას საზღვარგარეთ მათთვის შესაბამისს სამსახურში. ამ პროგრამის მიზანია ახალგაზრდებმა მიიღონ პროფესიული გამოცდილება და შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ ენის ცოდნა. ყველა წელიწადს ევროდისეი ღებულობს 600 სტაჟიორს და 80% ახალგაზრდებისა სტაჟირების შემდეგ პოულობს სამსახურს.