„ციცინათელას პარკი“
„ციცინათელა“ ყველაზე დიდი ატრაქციონების პარკია შავიზღვისპირეთში, სადაც უამრავი საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალური თავგადასავალი გელოდებათ. პარკი 35-მდე ატრაქციონს, კვების ობიექტს, უალკოჰოლო ბარსა და სხვა ტიპის ატრაქციებს აერთიანებს, რაც პარკში თქვენს სტუმრობას ზღაპრულ გამოცდილებად აქცევს.
სამუშაო საათები | 18:00 - 00:00
ატრაქციონების ფასების სანახავად ეწვიეთ გვერდს: https://tsitsinatela.com/
„საქართველო მინიატურებში“
უნიკალური პარკი, სადაც წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები მინიატურულ ზომებში. აქ შეგიძლიათ, ყველა ღირსშესანიშნაობა ერთ სივრცეში მოინახულოთ. პარკი ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე — ტურისტებისთვის.
სამუშაო საათები | 10:00 - 21:00
ფასი 10 ლარი
„მუსიკოსთა პარკი“
21 ჰექტარზე გაშენებულ „მუსიკოსთა პარკში“ გვხვდება უნიკალური ჯიშის მრავალწლიანი მცენარეები, ლამაზი ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები და სხვადასხვა ინტერაქციული ზონა.
პარკის მთავარი უნიკალურობა ის არის, რომ მასში განთავსებულია ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ძეგლები, რომელთა მიმდებარედ მუდმივად ჟღერს ამ არტისტების მიერ შესრულებული მუსიკა.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ გვერდს: https://www.facebook.com/MusiciansParkShekvetili
„Black Sea Arena“
„Black Sea Arena“ რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სივრცეა, რომლის სცენამ ისეთ საერთაშორისო ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიცაა: „Aerosmith“, „The Scorpions“, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, „Black Eyed Peas“, „Jessie J“, „Thirty Seconds to Mars“, „L'Imperatrice“, „The Killers“, „OneRepublic“, „Jungle“.
დაარსების დღიდან „Black Sea Arena-მ“, ათობით მასშტაბური, საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზებული ღონისძიების მასპინძლობით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში.
მიმდინარე ღონისძიებების და დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ გვერდს: https://www.bsa.ge/ge