სიახლეები

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებზე მოქალაქეების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

2023-03-16 11:17:00
გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებზე მოქალაქეების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
 
სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ხორციელდება და ხელმისაწვდომია გურიის რეგიონისთვის.
 
აღნიშნული შეხვედრები მუნიციპალიტეტების ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.