სიახლეები

დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი - 2023''

2023-03-18 20:29:00

ლანჩხუთში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი - 2023“, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.


,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი - 2023“, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 250-მდე მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.
ვულოცავ “ნოე ჟორდანიას თასი 2023”-ის გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს”,- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.