სიახლეები

შეკვეთილში ფესტივალი ,,ჩაის გზა“ გაიმართა

2024-08-14 15:23:00
შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ფესტივალი ,,ჩაის გზა“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაესწრო.
 
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ჩაის დამზადების მასტერკლასში, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ჩატარდა სხვადასხვა გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის.
 
ღონისძიება გელა გნოლიძისა და “ღამის შოუს ბენდის” კონცერტით დასრულდა.