სიახლეები

გურიაში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

2019-04-10 10:24:00

გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძისა და ნატო გიორგაძის საფლავები გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ობელისკი, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი, 9 აპრილის მემორიალი ჩოხატაურში.

სოფელ ლიხაურში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ნინო თოიძის ხსოვნას მიეძღვნა.

„ ტკივილით სავსე 30 წელი - 1989 წლის 9 აპრილმა, ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა და ჩვენ თავისუფლება გვაჩუქა. ტრაგედიიდან ორ წელიწადში, ჩვენი გმირების თავგანწირვის შედეგად, ნანატრი თავისუფლება მოვიპოვეთ. იმ 21 გმირს შორის, რომლებმაც ქვეყნისთვის თავი გასწირეს, ოზურგეთელი ნინო თოიძე და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე იყვნენ. დღეს, ჩვენ მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და ქედი მოვიხარეთ მათი ოჯახების წინაშე. დროა მადლიერების, მადლობა თავისუფლებისთვის, დიდება გმირებს!“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ.