სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ თხინვალში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

2021-09-15 10:29:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება და 180 მოსწავლეზეა გათვლილი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კერძოდ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება. პროექტის ღირებულება 2 319 273 ლარია.