სიახლეები

გურიაში სამედიცინო დაწესებულების „მდ ჯგუფის“ ბაზაზე იმუნიზაციის ახალი ცენტრი გაიხსნა

2021-09-15 10:35:00

ქალაქ ოზურგეთში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელშეწყობით სამედიცინო დაწესებულების „მდ ჯგუფის“ ბაზაზე იმუნიზაციის ახალი ცენტრი გაიხსნა.

ახალი იმუნიზაციის ცენტრი გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის იმუნიზაციის ცენტრში, აცრა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ასევე რეგისტრაციის გარეშე შემდეგი ვაქცინებით: ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის პირველ და მეორე დოზებზე. ვაქცინაცია ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 10:00- 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

გურიის რეგიონში ჯამში შვიდი იმუნიზაციის ცენტრი ფუნქციონირებს.ვაქცინაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით შეუფერხებლად მიმდინარეობს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ,,მედალფას“ კლინიკებში. ლანჩხუთში ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, ჩოხატაურში კლინიკაში „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეკვეთილში ემერჯენსის შენობაში - სამედიცინო ცენტრ ,,დოსტაქარში“ და ქალაქ ოზურგეთში მსამედიცინო ცენტრ „მდ ჯგუფის“ ბაზაზე ახლად გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში.