სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ფულადი ჯილდო და სიგელები გადაეცათ

2021-12-31 17:39:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები ფულადი ჯილდოებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად ესწრებოდა.

ფულადი ჯილდო და სიგელები წლის საუკეთესო 7 მწვრთნელს და 12 სპორტსმენს გადაეცა.