სიახლეები

ოზურგეთის ტექნოპარკის ხელმძღვანელმა პეზენტაცია გამართა

2022-05-17 17:23:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ტექნოპარკის ხელმძღვანელმა ავთო თავდიშვილმა პრეზენტაცია გამართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაესწრო.
 
 
პრეზენტაციაზე, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სერვისების შესახებ, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ოზურგეთის ტექნოპარკში შეუძლია. ასევე, საუბარი შეეხო მიმდინარე და დასრულებულ საგრანტო კონკურსებს და პრეაქსელერაციის პროგრამას.
 
 
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი - რეციკლირებაზე დაფუძნებული ეკონომიკა - 3D საამქრო მოინახულეს.