ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მისი ფართობი შეადგენს 673,97 კმ2. 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით _ აჭარა-გურიის ქედი, მდინარე ჩოლოქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; აღმოსავლეთით _ ჩოხატაურის, ხოლო ჩრდილოეთით _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
ჰავა ხასიათდება სუბტროპიკული ნოტიო კლიმატით. ნალექების საშუალო წლიური ოდენობა შეადგენს 2100 – 2800 მმ-ს. საშუალო წლიური ტემპერატურა +12–14 0C-ია, შესაძლებელი მაქსიმუმი _ +39 0C, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი _ -10 0C. ქარის საშუალო სიჩქარე შეადგენს 3,2 მ/წმ-ს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შედის 4 დაბა და 24 სოფელი.მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს  59 900 კაცს.