ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურს დასავლეთით ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით _ აჭარა-გურიის ქედი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აღმოსავლეთით _ სამტრედიის, ხოლო ჩრდილოეთით _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 834 კვ. კმ-ს.
ტერიტორიის 60% ზეგნებსა და მთებს უკავია. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ალპურ საძოვრებზე უხვადაა სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისეთი ბუნებრივი და საკურორტო რესურსებით, როგორიცაა: მინერალური და სამკურნალო წყლები; ეკოლოგიურად სუფთა სასმელი წყლები; წყლის რესურსები მცირე ჰესებისათვის; ტყის მასივები; ოქროს საბადო; კარიერები გზების მშენებლობისათვის; მაღალმთიანი საზაფხულო საძოვრები.
ჩოხატაური არის აგრარული მუნიციპალიტეტი. ჩოხატაურის ორი კურორტია ბახმარო და ნაბეღლავი. ორივე აჭარა-გურიის ქედზე მდებარეობს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შედის 1 დაბა და 23 სოფელი.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა  18 000  კაცია.