თეატრი

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

 თეატრის ისტორიიდან

თეატრალურ სანახაობათა ისტორია გურიაში მამია V გურიელის (1789–1826) დროიდან იწყება, რომლის სასახლე იმ დროს ევროპული ხასიათის კულტურული სალონი იყო დასავლეთ საქართველოში.
,,გურიის ამბები 1919 წლის #56 იუწყებოდა : ,,... მამია V გურიელმა თავის სასახლეში საფუძველი დაუდო ევროპულად მოწყობილ სალონს– პირველ კულტურულ ცენტრე დასავლეთ საქართველოში, სადაც მოაწყო ზნეობათა საღამო შესაქცევი შეკრებილობა ასამბლეების მსგავსად, გამოიყვანა ევროპიდან ბუზიკის მასწავლებლები, შეადგინა თავისი ბუზიკა და ჩვეულებათ გააცნა ევროპული ტანცები“.
1823 წელს გურიას და კერძოთ ოზურგეთს ესტუმრა გერმანელ მოხეტიალე მსახიობ კომედიანტთა, ჯამბაზთა და აკრობატთა ჯგუფი, რომელიც გურიელმა თავის კარზე დაიტოვა საღამოთა და სანახაობათა მოწყობისა და გართობის მიზნით.
გურიაში საჯაროდ გამართული წარმოდგენები XIX საუკუნის 70–იანი წლების შემდეგ უნდა ვეძიოთ.
დასი თანდათან იზრდებოდა, მაგრამ ძალიან დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა უბინაობა.
1962 წელს დამთავრდა დიდი ხნის დაწყებული მახარაძის (ოზურგეთი) თეატრის მშენებლობა, რომელმაც თეატრის კოლექტივს ფართო და აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების საშუალება მისცა.
ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ძველი ბერძნული სტილშიააგებული. ზომების მიხედვით, საქართველოს ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბური ფილარმონიის შემდეგ, (არქიტექტორი კ. ჩხეიძე, მოქანდაკეები ც. თოფურიძე, ჯაფარიძე, ჭერის მხატვრობა ა. ქუთათელაძე).
დღეს ოზურგეთის თეატრის დასი (მმართველო ზაზა ჯინჭარაძე) წარმათებით აგრძელებს თეატრალურ წარმოდგენებს.



ჩოხატაურის სახალხო თეატრი


ჩოხატაურში პირველი წარმოდგენა 1885 წლის 3 ნოემბერს გაუმართავთ გიმნაზიის შენობაში, სადაც წარმოუდგენიათ გიორგი ერისთავის ორ მოქმედებიანი კომედია "ძუნწი" და აკაკი წერეთლის ვოდევილი "ბუტიაობა". 1913 წელს გაიხსნა სახალხო სახლი, 1931 წელს ეს სახლი დაიწვა და ახალი შენობა ააშენეს 1932-33 წლებში. 1959 წელს თეატრს მიენიჭა სახალხო თეატრის სახელი.