მუზეუმი

ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი


თუ ოზურგეთის წარსულის გაცნობა გინდა, ისტორიულ მუზეუმს უნდა ეწვიო. ექვს ათასამდე ექსპონატს შორის განსაკუთრებისთ საინტერესოა პალეოლითის ხანის ძეგლები, ადრეული პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობათა ფრაგმენტები, ქალაქის ტერიტორიასა და მიმდებარე სოფლებში აღმოჩენილი სეგმენტური იარაღი, ბრინჯაოსა და რკინის წიდები, ანტიკური ხანის ვერცხლისა და ოქროს ნივთები, კერამიკული ჭურჭელი და სხვ. აქვეა ძველებური თოფ-იარაღის კოლექცია, სადაც განსაკუთრებით საყურადრებოა ნაპოლეონის მიერ პრინც აშილ მიურატისთვის ბოძებული ფრანგულწარწერიანი დაშნა; გურიელების პირადი ნივთები, უმდიდრესი ეთნოგრაფიული მასალა, უნიკალური ფოტოები, ნახატები, წიგნები, ხელნაწერები... 

 

შალვა დიმიტრის ძე რადიანი (შეწირული) სახელობის ოზურგეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი 

გურიის ერთ ულამაზეს სოფელ– დვაბზუში, კაცს თვალს მოსწყვეტს ძველი ხის სახლი, ძველებური მოაჯირით , შორიდან ჩუქურთმებიანი ნახატს რომ ჰგავს. მაგრამ რომელი ნახატი დაიტევს იმ საოცარ სილამაზეს, რაც ხელისგულივითაა გადაშლილი ამ ოდის ირგვლივ, ეს საოცარი მიდამო და სახლი ეკუთვნის სასიქადულო ქართველ კრიტიკოსს, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეს, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს მწერალ, პროფესორ შალვა რადიანს. მუზეუმში მომსვლელი სტუმარი იხილავს შალვა რადიანის პირად ნივთებს, ფოტოებსა და უამრავ ეთნოგრაფიულ მასალას. 

 

ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი

მემორიალური მუზეუმი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობანში. ნოდარ სახლ-მუზეუმი დაარსდა 1988 წელს. მუზეუმი ექვემდებარება ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანებას. მასში დაცულია ნოდარ დუმბაძის ხელნაწერები, სამახსოვრო ნივთები, გამოცემები. მუზეუმი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს.

 

 

 


ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმი ფუნქციონირებს 1958 წლიდან, მასში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა: ძვ. წ. V-VII საუკუნეების საბრძოლო და შრომითი იარაღები, ადრეანტიკური ხანის სამაროვანის ინვენტარი: სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, სამაჯურები, საყურეები, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა, XIX ს-ის საბრძოლო იარაღი: მოვერცხლილი ხმლები, ხანჯლები, მოვარაყებული თოფები. XIX ს-ის ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები, XX ს. დასაწყისის მუსიკალური ინსტრუმენტები: ჩანგი, ფანდური, სალამური, მუსიკალური კარადა (პოლიფონი), გურიის ერისთავების პირადი არქივები, დოკუმენტური მასალა.

 

მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი


მუზეუმი დაარსდა 1975 წელს, მასში ძირითადად დაცულია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მოსე გოგიბერიძის (1897-1951 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, დოკუმენტები, მისი შრომები ფილოსოფიის ისტორიის, შემეცნების თეორიის, ბუნებისმეტყველების ფილოსოფიისა და ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ. მისამართი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვენობანი.


ნიკო მარის სახლ–მუზეუმი


მუზეუმში ძირითადად დაცულია ცნობილი მეცნიერის, საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის მკვლევარის ნიკო მარის (1864-1934 წ) მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა – ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ნაშრომები, სახვითი ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები. მისი დაარსების თარიღია –1999 წელი. იგი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ სოფელ დაბლაციხეში



ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი


მუზეუმი დარსდა 1978 წელს. 1998 წელს კი პირველად გაიხსნა ექსპოზიცია. მუზეუმში გახსნილია არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ისტორიული წარსულის ამსახველი ექსპოზიცია.
მუზეუმის ფონდში განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-4 საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი, ბრინჯაოს კოლხური ცულების კოლექცია, ანტიკური ხანის კერამიკა, მე-4 საუკუნის ბრინჯაოს ჯვარი, მე-11 საუკუნის ლაპიდარული წარწერა ქვაზე, გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის ექსპონატები, ნოე ჟორდანიის პირადი ნივთები და სხვ. შეცდომებია



ეგნატე ნინოშვილის მემორიალური მუზეუმი


მუზეუმი 1948 წლიდან არსებობს. ოფიციალურად გაიხსნა 1950 წლის 18 იანვარს. მუზეუმში დაცულია 6 ათასამდე ექსპონატი, ეთნოგრაფიული, თეატრალური მასალები. ექსპონატები ინახება ასლების სახით, დედნები განადგურებულია.
აქვე ინახება მწერლის საათი, დურბინდი, კალამი, მაგიდა, სკამი, ტახტი და სხვა. მუზეუმი მდებარეობს სოფელ არჩეულში, ცენტრალური მაგისტრალიდან 3 კმ-ში.