ციცინათელა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, უნიკალურ საკურორტო ზოლში - შეკვეთილში 14.5 ჰა-ზე გაშენებულია ატრაქციონების პარკი ციცინათელა, რომელიც ზღვისპირეთში ჩამოსული დამსვენებლებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქცა იმ ადგილად სადაც  შესაძლებელია აქტიური გართობა და დასვენება.  აქ განთავსებული სხვადასხვა სირთულის ატრაქციონები, ბოულინგ ცენტრი, კარტინგის მოედანი, „სიცილის ოთახი”, მუსიკალური შადრევანი, 100-მდე სათამაშო ავტომატი განთავსებულია ოთხ თანამედროვე კეთილმოწყობილ დარბაზებში.