სახელი და გვარი: ლევან ჯაფარიძე
დაბადების თარიღი: 03.02.1978
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: უმაღლესი
ელ. ფოსტა: japaridze_l@yahoo.com
სამუშაო გამოცდილება:
ლევან ჯაფარიძე პროფესიით სახელმწიფო მართვის სპეციალისტი და სამართალმცოდნეა. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, გარემოსდაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი. 2013-2021 წლებში მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში” რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. 2005-2006 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ ორგანიზაციათა ლიგის ხელმძღვანელი. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდკავშირის პრეზიდენტი.