ბაბუაწვერა

 

ბაბუაწვერა - (ლათ. - Taraxacum officinale Wigg)

— მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი  რთულ ყვავილოვანთა  ოჯახისა. აქვს ფესვის ყელთან შეკრებილი ფრთისებრ დანაკვთული ფოთლები. საყვავილე ღერო უფოთლოა, ღრუიანი, შეიცავს რეწვენს და ბოლოვდება მარტო ულიკალათა ყვავილებით. ყვავილები ყვითელი ან ვარდისფერია, იშვიათად მეწამული, ნაყოფი — თესლურა. ცნობილია ბაბუაწვერას 100 სახეობა. საქართველოში გვხვდება 9, მათგან 4 კავკასიის ენდემია. ფართოდაა გავრცელებული Taraxacum officinale, რომლის ფესვსა და მიწის ზედა ნაწილს იყენებენ მედიცინაში. თაფლოვანი მცენარეა. მცენარის ფოთლებსა და ფესვებში აღმოჩენილია ინსულინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინისმჟავა, კაუჩუკი, ცვილი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ფისებიდასხვა.

 ბაბუაწვერას ზოგი სახეობის ფესვები მაღალი ხარისხის კაუჩუკს შეიცავს. ბაბუაწვერა ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი კი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შემოდის. ამიტომ, იგი ხშირად ზაფხულის განმავლობაში მეორე ყვავილობასაც ასწრებს. ბაბუაწვერა საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, მათ შორის გურიაში,როგორც მაღალმთიანეთში, ისე დაბლობში. ბაბუაწვერა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, სიყვითლისას და გასტრიტების დროს. ნედლი ფოთლებისაგან მომზადებულ სალათას ხმარობენ, როგორც შარდმდენ, ამოსახველებელ, სისხლის გამწმენდ, ნაღველმდენ და საფაღარათო საშუალებას. ნედლი ფოთლები და წვენი გამოიყენება ათეროსკლეროზის, ანემიის და კანის დაავადებებისას. ყვავილებსადაფოთლებსაგროვებენყვავილობისპერიოდში. სვამენჩაისსახით, ანნაყენს. შველის კანის გაღიზიანებას, დამწვრობას, ჩირქოვან ჭრილობებს. ასევე, იყენებენ თირკმლის კოლიკის დროს.