გიორგი ურუშაძე: განათლებული და კვალიფიციური კადრები ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა
2022-06-10 16:28:00
სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროფესიულ კოლეჯ "ჰორიზონტი"-ს გორაბერეჟოულის ფილიალში იმყოფებოდა.
რწმუნებულმა სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა და კოლეჯში დანერგილი და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
,, გურიის რეგიონში ფუნქციონირებს სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მათთვის საინტერესო პროფესიები და ისწავლონ სრულიად უფასოდ. განათლებული და კვალიფიციური კადრები ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა არა ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროგრამას ახორციელებს,“- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.