სიახლეები

,,ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტის“ პრეზენტაცია გაიმართა

2022-06-10 16:35:00
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში პროექტის - ,,ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
პრეზენტაციაზე სამოქალაქო ბიუჯეტის მნიშვნელობაზე, განხორციელების წესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
 
 
პროექტი, რომლის ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენს დაბა ჩოხატაურში განხორციელდება და მასში იდეის წარდგენის შესაძლებლობა საქართველოში რეგისტრირებულ 14 წლის ზემოთ მოქალაქეებს, საინიციატივო ჯგუფებსა და არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს აქვთ.
პროექტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოს" მხარდაჭერით ახორციელებს.