სიახლეები

ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

2022-06-10 16:46:00
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ევროკავშირის მხარდაჭერით დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
 
დასაქმების ფორუმის მიზანია ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე და ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირების დასაქმების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში.
 
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ICI), პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის/SECTORs“; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“; საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება/ LINKS”; დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA).