რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი საკომიტეტო სხდომა გამართა
2022-06-17 20:39:00
დღეს, გურიაში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მოისმინეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია გურიაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
დეტალურად განიხილეს რეგიონში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა, მოისმინეს სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის და სამივე მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში.
,,მადლობას ვუხდი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აღნიშნული ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობისთვის და გურიის რეგიონის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის. გურიაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, ვითარდება მუნიციპალური, საგანმანათლებლო, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან“,- აღნიშნა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.