სიახლეები

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გურიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

2022-06-20 12:15:00
სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურიის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
 
 კომიტეტის და მთავრობის წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოინახულეს დაბა ურეკის ახალი ბულვარი და 450 მოსწავლეზე გათვლილი მშენებარე საჯარო სკოლა.
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაეცნენ, სოფელ სუფსაში საბავშვო ბაღისა და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესს.
 
ასევე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში ქალაქ ოზურგეთში ჭავჭავაძის და დოლიძის ქუჩების, ხოლო დაბა ჩოხატაურში მდინარე ორპირას კალაპოტის მოწყობისა და რეკრეაციული ზონის შექმნის სამუშაოები დაათვალიერეს.
 
,,გურიაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს. ვითარდება მუნიციპალური, საგანმანათლებლო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში მოვინახულეთ სამივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ცენტრალური, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.