სიახლეები

ჩოხატაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

2022-07-08 10:51:00
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
 
  მიმდინარეობს:
 
სოფელ ჩხაკაურაში, ქვაბღაში, ნაკადულში, სამებაში, შუა ამაღლებაში, დაბლაციხეში, ბუკისციხესა და ზემო ფარცხმაში ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია, ხოლო დაბა ჩოხატაურში მდინარე ორპირას კალაპოტისა და რეკრეაციული ზონის მოწყობა.
 
 დასრულდა:
 
კოხნარი - საჭამიასერის და ბურნათი -კოხნარის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია. ასევე, სოფელ ქვენობანში მინი სტადიონის და სკვერის მშენებლობა.
 
 
 სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.