სამხარეო ადმინისტრაციაში საქსტატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
2022-07-15 18:56:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც საქსტატის ძირითად პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით რეგიონის საჭიროებები.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ზაზა შოშიტაიშვილი და ქეთევან მოისწრაფეშვილი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.