გურიაში GITA - ს საგრანტო პროგრამების მეორე ეტაპის გამარჯვებულები ცნობილია
2022-07-20 21:21:00
ოზურგეთის ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის შვიდი გამარჯვებული გამოვლინდა.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ.
პროგრამის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და მათი ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.
საგრანტო კონკურსი საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.