შეკვეთილში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა
2022-08-03 16:54:00
შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში „ქართული ჩაის ფესტივალი - ჩაის გზა“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გურიის , იმერეთისა და სამეგრელოს 52-მდე ქართული ჩაის მწარმოებლის და საოჯახო მეურნეობების პროდუქცია. ასევე, მოეწყო გამოფენა-გაყიდვა და სადეგუსტაციო სივრცეები.
ჩაის ფესტივალი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის მიზანი ჩაის წარმოების და რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა.
ფესტივალის ბოლოს 4 ნომინაციაში გამოვლენილი გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვდნენ.